MSinfo Exit Reader Mode

ვატიკანმა Minecraft-ში საკუთარი ოფიციალური სერვერი შექმნა

კათოლიკური ეკლესიის მღვდელმა, რობერტ ბალესერმა Minecraft-ში ვატიკანის ოფიციალური სერვერი გახსნა.

იგი „არატოქსიკური მოთამაშეებისთვის“ არის განკუთვნილი.

„შევქმენით გარემო, რომელშიც ადამიანებს თვითგამოხატვა და ახალი ურთიერთობების შენება შეეძლებათ. ურთიერთობა უმთავრესია. საბოლოოდ ზუსტად ამის მიღწევას ვცდილობთ.“ — აცხადებს კათოლიკე მღვდელმსახური.

სექტემბერში საკუთარ Twitter-ზე მან დადო გამოკითხვა, რომელშიც მის გამომწერებს უნდა ეპასუხათ კითხვაზე „რომელ თამაშს ითამაშებდით?“. Minecraft-მა გამოკითხვაში 64% დააგროვა, რითაც Fortress 2, Rust და ARK-ს გაუსწრო.

ბალესერი ყვება. რომ სერვერს აქტიურად უტევენ ტროლები, რომლებიც შემოდიან და მოთამაშეების ნაგებობებს ანგრევენ: „ტროლები უკვე გამოჩნდნენ, მაგრამ მე არასოდეს მიფიქრია, რომ ეს მარტივი იქნება“.

მღვდელი თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე საუბრობს. მისი თქმით თუ ეკლესია არ მიყვება ტრენდებს, იგი ვერასოდეს ვერ შეაფასებს იმ „პოტენციალს, რომელიც ტექნოლოგიებში იმალება“.

კომენტარები

0