Home Surface Carmel, Libra და Andromeda- Surface მოწყობილობების მომავალი

Carmel, Libra და Andromeda- Surface მოწყობილობების მომავალი

33
0

ინტერნეტ გამოცემა Thurott.com-მა რამდენიმე დღის წინ Xbox-ის ახალი თაობის კონსოლის და HoloLens-ის ახალი ვერსიის გამოშვებაზე ისაუბრა, რომლებიც 2019 წლის დასაწყისში უნდა ვიხილოთ. გარდა ამისა გამოცემას ხელში ჩაუვარდა დეტალები, რომლებიც Surface მოწყობილობების ხაზსაც ეხება. დოკუმენტაციის თანახმად ამჟამად კომპანიაში Surface-ის სამ ახალ მოწყობილობაზე მუშაობენ, რომელთა კოდური სახელებია Carmel, Libra და Andromeda.

Surface Pro 6, რომელიც Microsoft-ში Carmel-ის სახელით არის ცნობილი, დაბალბიუჯეტური Surface მოწყობილობა— Libra და დრეკადი ეკრანის მქონე ჯიბის კომპიუტერი— Andromeda რა თქმა უნდა არ გაიყიდება კოდური სახელწოდებებით და კომერციულ ანონსამდე კომპანია მათ ნორმალურ მარკეტინგულ სახელწოდებებს მოუფიქრებს.

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ Surface Pro 6 უახლოეს მომავალში არ გამოვა, რადგან კომპანიამ ახლახანს გამოუშვა 2017 წლის Surface Pro-ს LTE ვარიანტი (რომელსაც სხვანაირად Surface Pro 5-საც ეძახიან). Libra-ს 2018 წლის მეორე ნახევარში უნდა ველოდოთ, რომელიც Surface 3-ის ადგილს დაიკავებს და კონკურენციას ბიუჯეტურ iPad-ებს გაუწევს. ყველაზე საინტერესო დეტალები კი Andromeda-ს ეხება. დოკუმენტაციის მიხედვით, რომელიც Thurott.com-ს ჩაუვარდა, აღნიშნული 2-ეკრანიანი ჯიბის კომპიუტერი წელს უნდა გამოვიდეს.  კომპანია მას კორპორატიულ სეგმენტს შეთავაზებს, ხოლო Andromeda-ს გამოსვლის შემდეგ მსგავს მოწყობილობებს Microsoft-ის სხვა OEM პარტნიორებიც გამოუშვებენ. აღნიშნულ ჭორს ადასტურებს ის გარემოება, რომ მსგავსი ტიპის მოწყობილობებზე უკვე მუშაობენ Dell, Intel-ი და Asus-ი.

დოკუმენტაციაში სამწუხაროდ არაფერია ნათქვამი Surface Studio და Surface Laptop-ის შესახებ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ კომპანია მათ განვითარებას შეწყვეტს.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ზემოთ მოყვანილი გეგმები შედგენილია ტერი მაიერსონის კომპანიაში მუშაობის დროს. მისი წასვლის შემდეგ კი Microsoft-ის გეგმების მნიშვნელოვან ცვლილებას ვერავინ გამორიცხავს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here