Home Apple Microsoft-მა Office 2016-ის Mac-ის ვერსიისთვის მნიშვნელოვანი განახლება გამოუშვა

Microsoft-მა Office 2016-ის Mac-ის ვერსიისთვის მნიშვნელოვანი განახლება გამოუშვა

18
0

Microsoft-მა Mac-ზე Office 2016-ის ახალი ვერსია (16.9.0) გამოუშვა, რომელმაც 15.41.0 ჩაანაცვლა. გარდა იმისა, რომ განახლების შემდეგ Office-მა „ვაშლის“ წარმოების კომპიუტერებზე მრავალი ახალი ფუნქცია შეიძინა, ის Microsoft-ისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და საკვანძო განახლებასაც წარმოადგენს. კომპანიის პროგრამული უზრუნველყოფის ერთ-ერთი ინჟინერი აცხადებს:

Office for Mac 2016 v16 უკვე ხელმისაწვდომია გადმოსაწერად. პირველად, 20 წლის შემდეგ, Office ისევ მუშაობს კოდის ერთიან ბაზაში ყველა პლატფორმაზე (Windows, Mac, iOS, Android)! კოდის შიგთავსში უამრავი ოპტიმიზაცია განხორციელდა, ასევე დამატებულია ბევრი ახალი ფუნქცია, როგორებიცაა ავტომატური შენახვის რეჟიმში ერთობლივი რედაქტირების შესაძლებლობა, ახალი ფორმულები და სხვა. 

აღნიშნულ ცვლილებებს Office-ის ინსაიდერები შედარებით ადრე ტესტავდნენ. ამიერიდან კი ამ შესანიშნავ განახლებას Mac-ზე Microsoft-ის საოფისე პროგრამული კრებულის ყველა მომხმარებელი მიიღებს. Word, Excel, PowerPoint-ში უკვე ხელმისაწვდომია ავტომატური შენახვის რეჟიმში გუნდთან ერთად დოკუმენტებსა თუ სლაიდებზე მუშაობა. დამატებულია უამრავი დიაგრამის, ფორმულისა თუ გრაფიკის მხარდაჭერა. გარდა ამისა PowerPoint-ში დამატებულია აუდიო და ვიდეო ფაილების მოჭრის ფუნქცია. პრეზენტაციების ამ ხელსაწყოს „ლაზერული საჩვენებელი ჯოხის“ მხარდაჭერაც დაემატა. Outlook-ში კი გამოჩნდა ჟესტების, Google-ის კონტაქტების და კალენდრის მხარდაჭერა. გარდა ამისა განახლებაში გათვალისწინებულ იქნა უსაფრთხოების შესწორებებიც. განახლება OneNote-საც შეეხო, თუმცა მასში დიდ ცვლილებებს ვერ შეამჩნევთ.

 

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here