Home Xbox Microsoft-ი Electronic Arts-ის და Valve-ს შეძენას განიხილავს

Microsoft-ი Electronic Arts-ის და Valve-ს შეძენას განიხილავს

21
0

ცნობილი გამოცემა Polygon-ის ინფორმაციით კორპორაცია Microsoft-ი არც მეტი და არც ნაკლები Electronic Arts-ის და Valve-ის შეძენას განიხილავს, რაც Xbox One-ზე თამაშების (მათ შორის ექსკლუზიური) რაოდენობის გაზრდას მოემსახურება.

თამაშების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებლის— Electronic Arts-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 35 მლრდ აშშ დოლარს აღემატება. ეს იქნება ერთ-ერთი უმსხვილესი შესყიდვა კომპანიის ისტორიაში LinkedIn-ის შემდეგ.

Valve-ის შეძენა კი Microsoft Store-ის კონკურენტის ბაზრიდან გაქრობას მოემსახურება. ასეთი სახით ჩვენ ვიხილავთ თამაშების ერთიან პლატფორმას, რომელიც ორივე კომპანიის სერვისებსა და პროდუქტებს ერთ სივრცეში გააერთიანებს.

როგორც ჩანს Microsoft-ს სათამაშო ინდუსტრიაზე დიდი გათვლები აქვს, რაც 4K „გეიმფლეის“ მქონე ერთ-ერთი უმძლავრესი კონსოლის— Xbox One X-ის გამოშვებით დასტურდება. კორპორაციამ რამდენიმე ხნის წინ შეიძინა PlayFab-ი, რათა მოახდინოს მათი სერვისების Azure-თან ინტეგრირება. ასეთი სახით გეიმერები მალე ღრუბლოვანი სათამაშო გამოცდილებითაც დატკბებიან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here