Home Xbox Microsoft-მა E3-ზე საკუთარი პრეზენტაციის თარიღი დაასახელა

Microsoft-მა E3-ზე საკუთარი პრეზენტაციის თარიღი დაასახელა

24
0

2018 წლის ელექტრონული ტექნიკის პრეზენტაციებისა და გამოფენების პირველმა ტალღამ ჩაიაირა და ახლა Microsoft-ის დროა. წინ გველოდება Surface-ის ახალი მოწყობილობების პრეზენტაცია, Build 2018 და სათამაშო ინდუსტრიის უდიდესი გამოფენა E3, რომელზეც Microsoft-ი ერთ-ერთ დაუვიწყარ პრეზენტაციას გვპირდება. კომპანია E3-ზე 10 ივნისს წარდგება.

E3-ის ფარგლებში Microsoft-ი Windows 10-ისთვის და Xbox-ისთვის თამაშების ახალ სერიებს და ექსკლუზივებს წარმოადგენს. ამავე ღონისძიებაზე მოსალოდნელია განახლებული Xbox Elite კონტროლერის წარმოდგენა. გასულ წელს კომპანიამ აღნიშნულ ღონისძიებაზე განსაკუთრებული ვერაფერი წარმოადგინა, რის გამოც ფანების მწვავე კრიტიკაც მიიღო. იმედს ვიტოვებთ, რომ წელს მაიკროსოფტი არ გაიმეორებს თავის შეცდომას და ერთგულ მომხმარებლებს კარგი და მოულოდნელი სიახლეებით გაახარებს. Microsoft-ის „ანგარიშზე“ უკვე არის მსოფლიოში ყველაზე მძლავრი სათამაშო კონსოლი. ახლა კი დროა მისი პოტენციალი ახალ თამაშებში გამოვლინდეს.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here