Home სიახლეები ტერი მაიერსონი Microsoft-ს ტოვებს

ტერი მაიერსონი Microsoft-ს ტოვებს

28
0

გუშინ რედმონდში, Microsoft-ის სათაო ოფისში დღე რთულად დაიწყო— კომპანიამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება დააანონსა. რადიკალურად იცვლება Windows-ის განვითარების სტრატეგია, ასევე იცვლება ოპერაციული სისტემის განვითარებაზე პასუხისმგებელი ქვედანაყოფის ხელმძღვანელი. ტერი მაიერსონი, რომელმაც კომპანიაში 21 წელი გაატარა ტოვებს Microsoft-ს. ტერის წასვლის შემდეგ Microsoft-ს საკუთარ აქცენტები ხელოვნურ ინტელექტსა და ღრუბლოვან ტექნოლოგიებზე გადააქვს, რომლებიც Windows-ის ძირითად კომპონენტებად უნდა იქცნენ. Windows-ის ქვედანაყოფი ორ ახალ გუნდად გაიყოფა. ძირითადი გუნდი სკოტ ჰარის ხელმძღვანელობით ამჟამად Microsoft Azure-ზე აგებს პასუხს. ახალ გუნდს Microsoft AI-იც შეუერთდება. ჰარი შიმი კი ხელოვნური ინტელექტის განვითარებასა და კვლევას უხელმძღვანელებს. ამავე ქვედანაყოფის საშუალებით ხელოვნური ინტელექტი Microsoft-ის სხვა პროდუქტებსა თუ სერვისებშიც უნდა გამოჩნდეს.

terry-myerson-windows-9-event

მეორე ქვედანაყოფს „Experiences & Devices“ დაერქმევა. ახალი ქვედანაყოფი Windows-ის სამომხმარებლო პროდუქტების, Microsoft-ის ძირითადი აპლიკაციების, Office 365-ის და Surface მოწყობილობების განვითარებით იქნება დაკავებული. აღნიშნულ ქვედანაყოფის Office-ის გუნდის ყოფილი ხელმძღვანელი, რაჯიშ ჯა გაუძღვება. Experiences & Devices-ს არ ეხება ოპერაციული სისტემის ბირთვის განვითარება. მათი ამოცანა სისტემის გარე კომპონენტების განვითარებაში მდგომარეობს, რომლებთანაც მომხმარებლებს უშუალო შეხება აქვთ. ასეთი მიდგომით მოდულირებადი Windows-ის კონცეფციის განხორციელება უფრო მარტივი იქნება.

პენოს პანაი, რომელიც აქამდე მხოლოდ Surface მოწყობილობების ქვედანაყოფს ხელმძღვანელობდა დღეს კომპანიის ყველა მოწყობილობაზე, მათ შორის HoloLens-ზე აგებს პასუხს. ჯო ბელფიორე Windows-ის ძირითად გუნდში დარჩება და სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებით დაკავდება. გეიმიმგ ქვედანაყოფში ცვლილებები არ იქნება და ფილ სპენსერი ინარჩუნებს საკუთარ პოზიციას.

ასეთი მასშტაბური ცვლილებების შემდეგ ნადელა Microsoft-ის თანამშრომლებს და კომპანიის პროდუქციის მომხმარებლებს არწმუნებს, რომ Windows-ის მომავალი იმაზე უკეთესია, ვიდრე შეგვიძლია დღეს წარმოვიდგინოთ. ნადელას განცხადებით, მისი მიზანია კომპანიის გუნდმა Windows-ის ბირთვზე, მის ძირითად შესაძლებლობებზე, Azure, IoT და ხელოვნურ ინტელექტზე იმუშაოს.  გარდა ამისა კორპორაცია Microsoft-ი შექმნის AETHER კომიტეტს (AI and Ethics in Engineering and Research— ხელოვნური ინტელექტი და ეთიკა ინჟინერიასა და კვლევებში). აღნიშნულ კომიტეტს Microsoft-ის ლიდერები შეავსებენ, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრით იქნებიან დაკავებულები.

ჩვენ კი მხოლოდ ისღა დაგვრჩენია დავაკვირდეთ მიმდინარე მოვლენებს, ვუსურვოთ წარმატებები ტერი მაიერსონს და Microsoft-ის ხელმძღვანელებს, რომლებსაც მალე ახალი პასუხისმგებლობები ექნებათ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here