Home Xbox სად და როგორ ვუყუროთ Microsoft-ის პრეზენტაციას E3-ზე

სად და როგორ ვუყუროთ Microsoft-ის პრეზენტაციას E3-ზე

56
0

დღეს Microsoft-ი გეიმინგ ღონისძიების, E3-ის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე საკუთარ პრეზენტაციას ჩაატარებს. Microsoft-ის სათამაშო კონსოლის ფანებს წინ უამრავი, მათ შორის მოულოდნელი სიახლეები ელოდებათ. ზუსტად ამიტომ, გეიმერებისთვის და უბრალოდ Microsoft-ის ფანებისთვის ამ ღონისძიების ყურება პირდაპირ ეთერში საინტერესო უნდა იყოს.

კომპანიამ საკუთარ ოფიციალურ ბლოგზე გამოაქვეყნა რამდენიმე ბმული, საიდანაც მოხდება ღონისძიების ტრანსლაცია. დღეს, 10 ივნისს, 22:00-ზე თბილისის დროით შეგიძლიათ გადახვიდეთ MixerTwitchYouTubeTwitter ან Facebook ბმულზე და რეალურ დროში ადევნოთ თვალი მიმდინარე ღონისძიებას. კომპანია ყველაფერთან ერთად ბევრ ახალ თამაშსაც გვპირდება, რომელთა შესახებაც ამ ეტაპზე არაფერია ცნობილი. მართალია, ახალ კონსოლს აღნიშნულ ღონისძიებაზე არ უნდა ველოდოთ, თუმცა აპარატული სიახლეები მაინც იქნება. ერთ-ერთი გავრცელებული ჭორის მიხედვით კომპანია ახალ Xbox One Elite Controller-ს წარმოადგენს.

თუ თქვენ ვერ მოახერხებთ ტრანსლაციის ყურებას, მაშინ დაგველოდეთ და ღონისძიების დასრულებისთანავე მის ვრცელ განხილვას შემოგთავაზებთ.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here