ინფორმატიკის აფრიკელი მასწავლებელი Microsoft-ისგან საჩუქარს მიიღებს

იმის შემდეგ, რაც ახალგაზრდა აფრიკელი ინფორმატიკის მასწავლებლის, რიჩარდ აკოტოს სურათებმა ინტერნეტი მოიცვა, Microsoft-მა მისთვის საჩუქარი მოამზადა. სურათებიდან კარგად ჩანს თუ როგორ ასწავლის განის ერთ-ერთი სოფლის მასწავლებელი ბავშვებს Word-ს. მას არ დაეზარა და პროგრამის ინტერფეისი დაფაზე დახაზა. სოფელში ამ პროგრამის შესწავლისთვის საჭირო ტექნიკის უქონლობამ კრეატიული მასწავლებელი ვერ შეაჩერა.

მასწავლებლის სურათებმა Twitter-ი და Facebook-ი გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში დაიპყრო. კომპანია Microsoft-ს ადგილობრივმა წარმომადგენლობამ მასწავლებელს კომპიუტერი და Microsoft Educator Community-ს პროგრამასთან წვდომა გადასცა. აღნიშნული მიმართულებით კომპანია უფრო აქტიურ ჩართულობას გეგმავს.

აკოტოს Microsoft-ის საჩუქარი მოეწონა, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ სკოლაში ინფორმატიკის სრულფასოვანი შესწავლისთვის დაწესებულებას მინიმუმ 50 პერსონალური კომპიუტერი ესაჭიროება.

საკუთარ ინტერვიუში აკოტომ აღნიშნა, რომ ის ბავშვებისთვის თითოეულ პროგრამას ცალ-ცაკლე დაფაზე ხაზავს, რათა მოსწავლეები ეროვნული გამოცდებისთვის მოამზადოს.

კატეგორიები

თეგები

თეგები არ მოიძებნა

7/3/2018