ბილ გეიტსი არიზონაში ჭკვიან ქალაქს ააშენებს

Microsoft-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბილ გეიტსმა არიზონას შტატში ჭკვიანი ქალაქის ასაშენებლად მიწის ნაკვეთი შეისყიდა. ახალი ქალაქის ტერიტორიას ბელმონტი ეწოდება, რომელიც ფინიქს—ლას-ვეგასის მაგისტრალთან (ფინიქსიდან 45 წუთის სავალზე) მდებარეობს. მშენებლობის ორგანიზატორი Belmont Partners-ის ცნობით მიწის აღნიშნულ მონაკვეთზე „მომავლისკენ მიმართული საზოგადოება“ განვითარდება, რომელიც მხოლოდ მოწინავე ტექნოლოგიებს გამოიყენებს.

Microsoft-ის ფუძემდებელს არიზონის შტატში ცარიელი 10 000 ჰექტარი მიწის ნაკვეთის შეძენა 80 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდა.

„ჭკვიანი ქალაქის“ მშენებლები ტერიტორიის მე-6 ნაწილს კომერციულ ფართებს და ოფისებს გადაუნაწილებენ, ხოლო მე-20 ნაწილს სკოლებით შეავსებენ. ქალაქში 80 000-მდე სახლის აშენება იგეგმება. მშენებლობის დაწყების ზუსტი თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია. გარდა ამისა ჯერ არაფერი ვიცით Microsoft-ის იმ ტექნოლოგიების შესახებ, რომლებიც ქალაქის ინფრასქტრუქტურაში იქნება გამოყენებული.

 

კატეგორიები

თეგები

13/11/2017