Windows

Windows Insider: Fast და Skip Ahead არხით გამოვიდა Windows 10-ის საცდელი RS4 ანაწყობი, ნომრით 17035

გუშინ ღამე დონა სარკარმა Windows 10 RS4-ის ახალი საცდელი ანაწყობის გამოსვლის შესახებ გვამცნო. Fast Ring და Skip Ahead არხებზე გამოსული ანაწყობი, ნომრით 17035 ბევრი საინტერესო სიახლით გამოირჩევა. ყურადღება! აღნიშნული ანაწყობის ტესტირების პროცესში AMD-ს პროცესორებზე მომუშავე კომპიუტერები არაადეკვატურად რეაგირებდნენ. აქედან გამომდინარე მსგავსი ტიპის მოწყობილობებზე განახლების დაყენება დროებით შეზღუდულია. Microsoft-ის ინჟინრები უკვე მუშაობენ ხარვეზის გამოსწორებაზე. განახლება გამოსწორებისთანავე

1 კვირის წინ ▪ 0 კომენტარი

სრულად

Windows Insider-ები პერსონალიზირებულ შეტყობინებებს მიიღებენ

რამდენიმე დღის წინ Windows Insider პროგრამის ხელმძღვანელმა, დონა სარკარმა კომპანიის ოფიციალურ საიტზე სპეციალური საინფორმაციო მასალა გამოაქვეყნა, რომელიც დეტალურად აღწერს უკუკავშირის გამოყენების ახალ მექანიზმს. ამიერიდან ინსაიდერების მიერ გაგზავნილ გამოხმაურებაზე რეაგირების შემდეგ დეველოპერები თავად შეატყობინებენ ავტორს ჩატარებული ღონისძიების შესახებ. ასეთი სახით ინსაიდერებსა და დეველოპერებს შორის მუშაობა უფრო ეფექტური გახდება, რაც საბოლოო ჯამში პრობლემებზე დროულ რეაგირებას შეუწყობს ხელს.

2 კვირის წინ ▪ 0 კომენტარი

სრულად

Microsoft-ი 2018 წლისთვის ტელეფონის ფუნქციის მქონე დასაკეც პლანშეტს ამზადებს

შემდეგ წელს Microsoft-მა შესაძლოა მოწყობილობების კიდევ ერთი ახალი კატეგორია წარმოადგინოს. ყოველ შემთხვევაში ამას ამტკიცებს Windows Central-ის წყარო. გამოცემამ გამოაქვეყნა სტატია, სადაც წარმოდგენილია ყველა ის ჭორი, რომელიც ჯერ-ჯერობით ჩვენთვის უცნობი მოწყობილობის ირგვლივ ვრცელდება. ამ მოწყობილობის პროტოტიპი წარმოადგენს Windows 10-ზე მომუშავე (Windows Core OS/CShell) დასაკეც პლანშეტურ კომპიუტერს. CShell-ი დასაკეც მოწყობილობაზე უზრუნველყოფს Windows-ის ინტერფეისის ადაპტირებას, მოწყობილობის რეჟიმიდან გამომდინარე.

3 კვირის წინ ▪ 0 კომენტარი

სრულად

Windows Insider: Fast და Skip Ahead არხით გამოვიდა Windows 10-ის საცდელი RS4 ანაწყობი, ნომრით 17025

დეველოპერებმა რამდენიმე დღის წინ Fast და Skip Ahead რგოლების მომხმარებლებისთვის ახალი საცდელი ანაწყობი გამოუშვეს. 17025-ე ანაწყობში უკვე შეიმჩნევა Redstone 4-ის პირველი ცვლილებები. რა არის ახალი 17025-ში? სპეციალური შესაძლებლობების პარამეტრების გადაკეთებული ინტერფეისი. სისტემური პარამეტრების ამ კატეგორიამ მცირე კოსმეტიკური ცვლილებები განიცადა. ამიერიდან სპეც.შესაძლებლობები ქვეკატეგორიებად არის დაყოფილი, რაც საჭირო ფუნქციის მოძიებას უფრო მოსახერხებელს ხდის. აპლიკაციების ავტომატური ჩატვირთვა. აპლიკაციებისთვის ამიერიდან

3 კვირის წინ ▪ 0 კომენტარი

სრულად

[Update] Windows 10 for ARM: პირველი მოწყობილობების გამოსვლის თარიღი და ავტონომიური მუშაობის დრო

ოფიციალური განცხადების მიხედვით Microsoft-ი და მისი პარტნიორები Snapdragon ARM ჩიპების ბაზაზე ახალ Windows 10-ზე მომუშავე მოწყობილობებს წლის ბოლომდე წარმოადგენენ. Qualcomm-ის სპეციალურ კონფერენციაზე კომპანიის წარმომადგენლებმა Always Connected სერიის კომპიუტერებზე და ამ კუთხით Microsoft-თან თანამშრომლობაზე ისაუბრეს. Qualcomm-ის გლობალური პროდუქტების მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტის, დონ მაკგუაირის განცხადებით Always Connected კომპიუტერების ავტონომიური მუშაობის დრომ ყველა მოლოდინს გადააჭარბა რის შედეგადაც მომხმარებელს საკუთარი

1 თვის წინ ▪ 0 კომენტარი

სრულად

Windows-ის მომხმარებლებისთვის Wi-Fi-ის WPA2 პროტოკოლის ხარვეზი საფრთხეს არ წარმოადგენს

რამდენიმე ხნის წინ ინტერნეტის მომხმარებლები დიდი საფრთხის შესახებ შეიტყვეს, რომელშიც WPA2 პროტოკოლია დამნაშავე. WPA2 პროტოკოლი Wi-Fi კავშირის მხარდაჭერის მქონე მოწყობილობების უმეტესობაზეა ხელმისაწვდომი. იგი ბოროტმოქმედს ხელმისაწვდომი სამიზნე Wi-Fi ქსელის ზონაში ე.წ. man-in-the-middle ტიპის შეტევის განხორციელების საშუალებას აძლევს, რომელიც შემდგომ KRACK-ის (Key Reinstallation Attacks) სახელით გახდა ცნობილი. ამ მოწყვლადობის საშუალებით შესაძლებელია ტრაფიკის კონტროლი, ხოლო AES-ისგან განსხვავებული შიფრაციის

1 თვის წინ ▪ 0 კომენტარი

სრულად