აპლიკაციები

Huawei-მ და Microsoft-მა Mate 10-ისთვის პირველი ნეირონული თარჯიმანი შექმნეს

მანქანური სწავლა, ნეირონული ქსელები და ხელოვნური ინტელექტი— ამ ფრაზებს ჩვენ უკვე ყოველდღიურად ვისმენთ. ხელოვნური ინტელექტი ყველა თანამედროვე კომპანიის პრიორიტეტულ მიმართულებად იქცა და ამას თავისი ახსნა აქვს. აღნიშნული რევოლუციური სისტემები კომპიუტერებს, ტელეფონებს და სხვა მოწყობილობებს უფრო ჭკვიანს, სწრაფსა და სასარგებლოს ხდის. მათი საშუალებით აქამდე შეუძლებელი უკვე შესაძლებელია. ასეთი რევოლუციის განვითარებისა და ხელშეწყობისთვის სხვადასხვა ტექნოლოგიური კომპანიები საკუთარ

1 თვის წინ ▪ 1 კომენტარი

სრულად

Android-ზე Cortana უკვე დაბლოკილ ეკრანზეც მუშაობს

იანვარში Microsoft-მა Android-ზე საკუთარი ხმოვანი ასისტენტი— Cortana-ს დაბლოკილ ეკრანზე გაშვების შესაძლებლობა დააანონსა. ამიერიდან ეს შესაძლებლობა Android-ის ყველა მომხმარებლისთვისაა ხელმისაწვდომი. Android-სმარტფონებისა და პლანშეტების ბლოკირების ეკრანზე თქვენ შეგიძლიათ გამოიძახოთ ხმოვანი ასისტენტი, გასცეთ პასუხი რომელიმე შეტყობინებას, დააყენოთ შეხსენება ან შეასრულოთ სხვა საჭირო ამოცანები მოწყობილობის ბლოკირების მოხსნის აუცილებლობის გარეშე. გარდა ამისა Cortana-მ განახლების შემდეგ ახალი ინტერფეისიც მიიღო. Сortana-ს გადმოწერა

7 თვის წინ ▪ 1 კომენტარი

სრულად

Windows Store-ში პოპულარული iOS აპლიკაცია— Complete Anatomy გამოჩნდა

iOS-ის პოპულარული აპლიკაცია, Complete Anatomy უკვე Windows 10-ზე მომუშავე პერსონალურ კომპიუტერებზეც გამოჩნდა. მისი გადმოწერა Windows Store-დან არის შესაძლებელი. ანატომიის ინტერაქტიული 3D-სახელმძღვანელოს დეველოპერებმა iOS-დან Windows-ზე დაპორტირებისთვის სპეციალური „ხიდი“ გამოიყენეს. აღნიშნული აპლიკაცია UWP-ფორმატშია გამოქვეყნებული, თუმცა მას ჯერ-ჯერობით მხოლოდ Windows 10-ის მხარდაჭერა გააჩნია. Windows 10 Mobile-ზე მისი გამოჩენა მომავალში იგეგმება. Complete Anatomy-ს მომხმარებლების დიდ ნაწილს სამედიცინო სასწავლო დაწესებულებების სტუდენტები და

8 თვის წინ ▪ 0 კომენტარი

სრულად