ნოუთბუქები/კომპიუტერები

Microsoft-ი Windows 10-ზე მომუშავე ულტრაბიუჯეტური ნოუთბუქების გამოშვებას გეგმავს.

Digitimes-ის ცნობით, Microsoft-ი ყურადღებით აკვირდება „ქრომბუქების“ განვითარებას და საპასუხოდ უკვე ამზადებს ორ ულტრაბიუჯეტურ ნოუთბუქს Windows 10-ის ბაზაზე, რომელთა სამიზნე აუდიტორიას ზუსტად საგანმანათლებლო და სამომხმარებლო ბაზრები წარმოადგენენ. მათი გაყიდვები 2015 წლის შუალედში დაიწყება. სასწავლო დაწესებულებებისთვის მზადების პროცესშია Windows-ნოუთბუქი Intel Bay Trail-T CR-ის ბაზაზე, რომლის ეკრანის დიაგონალი 11,6-დიუმს უტოლდება. აღნიშნული მოწყობილობის წარმოებით დაკავდება კომპანია Elitegroup Computer Systems

32 თვის წინ ▪ 0 კომენტარი

სრულად

HP-მ ახალი პერსონალური კომპიუტერი- „Sprout“-ი წარმოადგინა.

HP-მ ძალიან საინტერესო და ნამდვილად რევოლუციური პერსონალური კომპიუტერი წარმოადგინა. ახალ კომპიუტერს კომპანიამ „Sprout“ შეარქვა. 23-დიუმიანი FullHD ეკრანის მქონე მძლავრი მონობლოკი ყველა მოლოდინს აჭარბებს. Sprout-ის უცნაურობა მდგომარეობს იმაში, რომ მას არ გააჩნია ყველასთვის მშობლიური კლავიატურა. კონტროლერის როლს აქ ასრულებს სპეციალური პანელი, რომელიც პროექტორთან ერთად ფუნქციონირებს. ახლა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინოვაციური პერსონალური კომპიუტერების ეპოქა ჯერ არ დასრულებულა.

37 თვის წინ ▪ 1 კომენტარი

სრულად