Story Remix-მა ვიდეოში კონკრეტულ ადამიანზე ფოკუსირება „ისწავლა“

Microsoft-მა Windows 10-ზე Photos აპლიკაციის მორიგი განახლება გამოუშვა. მისი საშუალებით Story Remix-ში ახალი საინტერესო შესაძლებლობა გამოჩნდა, რომლითაც თქვენი ვიდეორგოლები უფრო საინტერესო იქნება.

Choose a star

Story Remix-ი Windows 10-ის ფოტოსურათების აპლიკაციაში ჩაშენებული ვიდეო რედაქტორია (რომლის სრულფასოვანი გამოყენებისთვის თქვენ Office 365 დაგჭირდებათ). იგი პირველად Fall Creators Update-ში გამოჩნდა და მომხმარებლებს თავი საინტერესო ფუნქციებით მოაწონა. განახლების შემდეგ Remix-ს კიდევ ერთი ფუნქცია შეემატა. აღნიშნული ფუნქცია გაძლევთ საშუალებას ვიდეო / ფოტო მასალების „მიქსში“ ფოკუსირება ერთ კონკრეტულ ადამიანზე გადაიტანოთ. Story Remix თავად შეარჩევს იმ ფოტოსურათებსა და ვიდეორგოლებს სადაც თქვენ მიერ შერჩეული „ვარსკვლავი“ ჩანს და მათგან მზა კოლაჟებს დაამზადებს. ფუნქციას Choose a Star ეწოდება.

განახლება Fall Creators Update-ისთვის არის ხელმისაწვდომი. ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით Windows 10 Fall Creators Update-ი Windows 10-ზე მომუშავე კომპიუტერების 75%-ზე დაყენდა.

წყარო: Windows-ის ოფიციალური ბლოგი

კატეგორიები

29/1/2018