Windows 10-ში კონსოლის UWP აპლიკაციების მხარდაჭერა გამოჩნდება

Windows Community Standup-ის ფარგლებში Microsoft-ის წარმომადგენლებმა Windows 10-ის უნივერსალური აპლიკაციების სამ ყველაზე სასურველ ფუნეციაზე ისაუბრეს, რომლებსაც მომხმარებლები და დეველოპერები ითხოვდნენ. ერთ-ერთი ასეთი მოთხოვნა აპლიკაციების ერთდროულად რამდენჯერმე, ცალკე პროცესებად გაშვების შესაძლებლობას ეხებოდა, რომელზეც წინა სტატიაში ვისაუბრეთ. გარდა ამისა დეველოპერების გამოხმაურების შედეგად დადგინდა, რომ UWP აპლიკაციები ფაილების სისტემასთან გაუმჯობესებულ წვდომასა და კონსოლის UWP აპლიკაციების მხარდაჭერის დამატებას საჭიროებდა.

კონსოლის UWP აპლიკაციები— კლასიკური კონსოლის აპლიკაციების ანალოგი, რომლებსაც არ გააჩნიათ საკუთარი ინტერფეისი. ინფორმაციის შეტანა/გამოტანისთვის ისინი ბრძანების ველს ან PowerShell-ს იყენებენ. გარკვეულ დრომდე დეველოპერებს მხოლოდ კლასიკური კონსოლის აპლიკაციების წერა შეეძლოთ, თუმცა ამიერიდან მათ ამის UWP ფორმატში გაკეთებაც შეუძლიათ. ასეთი აპლიკაციები თავისუფლად განთავსდება Microsoft Store-ში. კონსოლის აპლიკაცია, როგორც სხვა UWP აპლიკაციები გამოჩნდება App List-ში და მას საკუთარი ფილაც ექნება, რომლის მიმაგრება Start მენიუში იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა UWP კონსოლის აპლიკაციების შექმნისას დეველოპერებს თავისუფლად შეუძლიათ კლასიკური Win32 API-ის გამოყენება, როგორიცაა printf ან getchar.

როგორც ჩვეულებრივი, ისე კონსოლის UWP აპლიკაციებისთვის საჭიროა ფაილების სისტემასთან გაფართოებული წვდომა. ფაილების სისტემასთან წვდომა ორ ფორმატად იყოფა:

  • პირველი ვარიანტი.აპლიკაცია ფაილების სისტემასთან წვდომას მიმდინარე სამუშაო საქაღალდიდან იღებს. მაგალითად, მომხმარებელი ირჩევს აპლიკაციას ბრძანების ველისთვის და შემდეგ ირჩევს საქაღალდეს, რომელშიც ის უნდა გაეშვას. ამის შემდეგ პროგრამა აღნიშნულ საქაღალდესთან და მასში არსებულ დანარჩენ ფაილებთან თუ საქაღალდეებთან სრულ წვდომას მიიღებს.
  • მეორე ვარიანტი.აპლიკაცია იღებს წვდომას ფაილების სისტემის მთლიან დირექტორიასთან. მარტივად რომ ვთქვათ, აპლიკაციას მომხმარებლის დონის უფლებები ექნება. რასაკვირველია ასეთ უფლებას კონტროლი და რეგულირება ესაჭიროება. თუ აპლიკაციის დეველოპერი Microsoft Store-ში დადებს აპლიკაციას, რომელიც ფაილების სისტემასთან სრულ წვდომას ითხოვს, მას მოუწევს იმის დასაბუთება, თუ რაში დასჭირდა მას ასეთი უფლება.

დეველოპერებისთვის ვრცელი დოკუმენტაცია დაანონსებულ სიახლეებთან დაკავშირებით ხელმისაწვდომია Microsoft-ის ოფიციალურ საიტზე:

წყარო: Windows-ის ოფიციალური ბლოგი

კატეგორიები

25/2/2018