Microsoft-ი Photos აპლიკაციის მასშტაბურ განახლებას ამზადებს

გასულ თვეში ცნობილი გახდა, რომ Microsoft-ი iOS/Android მოწყობილობებისთვის ფოტოსურათებთან სამუშაო აპლიკაციას ამზადებს. როგორც აღმოჩნდა ეს ერთადერთი სიახლე როდია. ერთ-ერთ Microsoft-ის საინფორმაციო ტექნოლოგიიურ პორტალს ხელში ჩაუვარდა Photos აპლიკაციის ადრეული ანაწყობი, რომელზეც კომპანიაში ჯერ კიდევ მუშაობენ. აღმოჩენილი სიახლეების ჩამონათვალი ნამდვილად მოგეწონებათ.

სურათების დათვალიერების ახალი ინტერფეისი

Microsoft-ი სურათებსა და ვიდეო ფაილებს შორის გადართვას აპლიკაციის ქვედა ნაწილში ახალი ლენტის დამატებით აუმჯობესებს. ასეთი სახით თქვენ უფრო სწრაფად გადაერთვებით სხვა ფაილზე მთავარ მენიუში გადასვლის აუცილებლობის გარეშე.

ახალი ანიმაციები

მომავალ განახლებაში აპლიკაციის შიგნით ღილაკები ანიმირებული იქნება.

Remix 3D-ს ეფექტები

Microsoft-ის დეველოპერები განახლებულ აპლიკაციაში Remix-ის 3D ეფექტების სრულფასოვან ინტეგრაციასაც უზრუნველყოფენ.

სურათებში 3D-ეფექტების და ანიმაციების დამატება

photos-update2

ვიდეოს რედაქტირებისთვის ხელმისაწვდომი ყველა ფუნქცია სურათებზეც გავრცელდება. თქვენ შეძლებთ ფოტოსურათებში 3D ეფექტების ან ანიმირებული ტექსტის დამატებასაც კი.

სხვა ცვლილებები

  • შეიცვლება საწყისი სახელმძღვანელო
  • აპლიკაცია თქვენ მიერ გამოყენებული ეფექტების ანალიზს ჩაატარებს და დეველოპერებს ტელემეტრიის სახით გაუგზავნის. აღნიშნული ფუნქციის გათიშვა შესაძლებელია.
  • ძიების, რედაქტირების გვერდის გაუმჯობესება
  • OneDrive-თან უკეთესი ინტეგრაცია და სხვა.

ამაჟამად ეს ყველაფერია რაც არაოფიციალური ცნობებიდან ვიცით. Microsoft-ის ინჟინრები ამ ფუნქციებს აპლიკაციაში ეტაპობრივად დაამატებენ. მაშ ასე, ველოდებით ოფიციალურ ანონსებს.

 

კატეგორიები

9/1/2018