Microsoft Store-დან ფონტების გადმოწერა გახდება შესაძლებელი

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ Windows 10-ის სისტემური ენის პაკეტების გადმოწერის ფუნქცია უახლოეს მომავალში Microsoft Store-ში გადაინაცვლებს. როგორც ჩანს აპლიკაციების მარკეტში ეტაპობრივად სხვა სისტემური კომპონენტებიც გამოჩნდება. მაგალითისთვის, დღეს Store-ში აღმოჩენილ იქნა „აპლიკაცია“, რომელიც სისტემურ ფონტს ცვლის. ერთ-ერთი მსგავსი „აპლიკაციის“ აღწერაში შემდეგი ტექსტი დაგვხვდა:

Arian Nova— კლასიკური Arial ფონტის უფრო თხელი ვარიანტი. ის უხდება ტექსტურ დოკუმენტებსა და სათაურებს. აღნიშნული ფონტი ლათინური დამწერლობის ენებისთვის არის განკუთვნილი.

იმისათვის, რომ ფონტი პირდაპირ მარკეტიდან გადმოიწეროთ, თქვენ Windows 10-ის 17040 ან უფრო ახალი ვერსია დაგჭირდებათ. საინტერესო კი ისაა, რომ აღნიშნულ ფონტებს Windows 10 Mobile-ზეც ნახავთ, თუმცა მათი ინსტალაციისთვის თქვენ ანაწყობის 7xxx ან უფრო ახალი ვერსია დაგჭირდებათ, რომელიც ჯერ არ ჩანს.

ფონტების და სისტემური ენის პაკეტების Microsoft Store-დან გადმოწერის შესახებ კომპანიაში ოფიციალურ განცხადებებს ჯერ არ აკეთებენ.

გადმოიწერეთ Arial Nova პირდაპირ Microsoft Store-დან.

კატეგორიები

თეგები

24/11/2017