Forza Motorsport 7-ის დემო-ვერსია 19 სექტემბერს გამოვა

Forza-ს რბოლების ფანებისთვის კარგი ამბავი გვაქვს: თამაშმა RTM (ასევე ცნობილი როგორც gone gold) სტატუსს მიაღწია. ეს ნიშნავს იმას, რომ თამაშმა დეველოპინგის ყველა ეტაპი გაიარა, სადაც გამოსწორდა უამრავი შეცდომა და გაუმჯობესდა წარმადობა. ამასთან დაკავშირებით დეველოპერებმა თამაშის დემო-ვერსიის გამოსვლის თარიღი დაასახელეს და Forza Motorsport 7-ის სარეკლამო ვიდეორგოლიც გამოაქვეყნეს.

Microsoft-ის განცხადებით Windows Store-დან Forza Motorsport 7-ის დემო-ვერსიის გადმოწერა 19 სექტემბრიდან გახდება შესაძლებელი. ყველა მსურველს შეეძლება უფასოდ გამოსცადოს რბოლების ახალი თაობის სიმულატორი Microsoft-ისა და Turn10 Studios-გან.

დემო-ვერსიაში მოთამაშისთვის ხელმისაწვდომი იქნება მანქანა, რომელიც Forza 7-ის ყდაზე გვხვდება (Porsche 911 GT2 RS), ახალი გზა დუბაიში და ცნობილი ლოკაცია Jebel Hafeet Pass,  სატვირთო მანქანა Mercedes-Benz Tankpool და სარბოლო ტრასა Mugello იტალიაში. დემო-ვერსიის ფარგლერბში თქვენ ასევე Nissan NISMO GT-R LM-ის გამოცდას Nürburgring Grand Prix-ის ტრასაზე შეძლებთ.

Forza Motorsport 7-ის გაყიდვები 3 ოქტომბერს დაიწყება, ხოლო ვინც თამაშის Ultimate-რედაქცია წინასწარ შეუკვეთა, ახალი თამაშის მოსინჯვას უკვე 29 სექტემბერს შეძლებს. შეგახსენებთ, რომ მიუხედავად საოცარი გრაფიკისა თამაში საკმაოდ მეგობრულია სუსტი მახასიათებლების მქონე მოწყობილობების მიმართ და შესანიშნავად მუშაობს ულტრაბუქებზე ინტეგრირებული გრაფიკით.

თქვენ ჯერ კიდევ შეგიძლიათ Forza Motorsport-ის წინასწარი შეკვეთის გაფორმება Windows Store-დან:

შეიძინეთ Forza Motorsport 7 Standard Edition — 59.99$

შეიძინეთ Forza Motorsport 7 Deluxe Edition — 79.99$

შეიძინეთ Forza Motorsport 7 Ultimate Edition — 99.99 $

 

კატეგორიები

10/9/2017