Microsoft-ი შემდეგ თვეში მინიმუმ ერთ ახალ Surface მოწყობილობას წარმოადგენს

31 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით კომპანია Microsoft-ი ლონდონში საკუთარ ყოველწლიურ ღონისძიება Future Decoded-ს ჩაატარებს. გაირკვა, რომ კონფერენციის ფარგლებში მოხსენებით კომპანიის რამდენიმე მენეჯერი, მათ შორის პენოს პანაიც გამოვა. შეგახსენებთ, რომ პენოს პანაი ამჟამად Microsoft Devices ქვედანაყოფის ხელმძღვანელია, რომელიც Surface მოწყობილობებს აწარმოებს. აქედან გამომდინარე დიდი ალბათობით ღონისძიებაზე ჩვენ ახალ მოწყობილობასაც ვიხილავთ.

გამოცემა The Verge-ის ცნობით Microsoft-ი Future Decoded-ის ფარგლებში მინიმუმ ერთ მოწყობილობას წარმოადგენს. ერთ-ერთ ყველაზე მოსალოდნელ ვარიანტად Surface Pro 4 LTE სახელდება. თუმცა შესაძლოა ჩვენ ახალი Surface Book-ი ან Surface Hub-იც კი ვიხილოთ. ვერ გამოვრიცხავთ Surface-ის ARM-ზე გამოსვლასაც, რადგან ბოლო ერთი წლის განმავლობაში Microsoft-მა ძალიან დიდი ყურადღება დაუთმო სრულფასოვანი Windows 10-ის Qualcomm Snapdragon 835-ის მსგავს ჩიპებზე გაშვებას.