Samsung-ის თანამშრომლებმა ძველი სმარტფონებით კრიპტოვალუტის გამომუშავება დაიწყეს

Samsung Electronics-ის მიერ 2013 წელს შექმნილი Creativity Lab-ის თანამშრომლებმა ძველ სმარტფონებს ფრიად საინტერესო დანიშნულება მოუფიქრეს. გუნდის წევრებმა ძველი მოდელების გადამუშავების ნაცვლად მათი გამოყენებით კრიპტოვალუტის გამოსამუშავებელი „ფერმის“ აწყობა განიზრახეს.

სანიმუშო „ფერმის“ ასაწყობად თანამშრომლებმა 40 ერთეული Samsung Galaxy S5 გამოიყენეს. შეგახსენებთ, რომ Bitcoin-ის კურსმა უკვე 7 000 $-ს გადააჭარბა.

სპეციალური პროგრამის ფარგლებში, რომელიც ძველი სმარტფონებისთვის „ახალი სიცოცხლის“ მინიჭებას ითვალისწინებს, სპეციალისტებმა შექმნეს პლატფორმა და პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც კრიპტოვალუტის სმარტფონების გამოყენებით მოპოვების საშუალებას იძლევა.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, Samsung Galaxy S5-ის 8 ერთეული სმარტფონის გამოყენებით Bitcoin-ის გამომუშავება Intel i7-2600-ზე უფრო ეფექტურად არის შესაძლებელი.

Samsung-ი უახლოეს მომავალში პროგრამული უზრუნველყოფისა და შესაბამისი დოკუმენტაციის გამოქვეყნებას გეგმავს, რაც კრიპტოვალუტის „ფერმის“ შექმნაში ნებისმიერ მსურველს დაეხმარება.

შესაძლოა აღნიშნულმა სიახლემ ძველი სმარტფონების ფასის ზრდაც გამოიწვიოს.

კატეგორიები

7/11/2017
  • David Chubabria

    ვაუ, მართლაც საინტერესოა რა გამოვა 🙂