Microsoft-ის თერმოსტატის ფასი ცნობილია

გასული წლის ივლისის თვეში Microsoft-მა Johnson Controls-თან ერთად შემუშავებული საკუთარი თერმოსტატი წარმოადგინა. მოწყობილობა გამჭირვალე ეკრანით, Cortana-სთან სრული ინტეგრაციით, ხმოვანი კონტროლითა და შენობის შიგნით თუ გარეთ არსებული ჰაერის ხარისხის კონტროლით გამოირჩევა. გარდა ამისა GLAS-ი ძალიან ფუტურისტულად გამოიყურება. წინასწარი შეკვეთების მიღება 2018 წლის მარტში დაიწყება. ერთი ასეთი თერმოსტატის ფასი 319 აშშ დოლარს შეადგენს.


GLAS-ი Windows 10 IoT-ზე მუშაობს. თერმოსტატი Snapdgragon 410E-ს იყენებს და მას   WiFi /Bluetooth-ის მხარდაჭერაც გააჩნია. თერმოსტატს ოთახის ტემპერატურის რეგულირება, ამინდის პროგნოზის ჩვენება და მობილური აპლიკაციის ან ვებ-სამართავი პანელის საშუალებით ბევრი სხვა ფუნქციის შესრულება შეუძლია. GLAS-ის გამოყენება როგორც სახლის, ისე კომერციული ფართის პირობებში იქნება შესაძლებელი.

წინასწარი შეკვეთების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება Johnsosn Controls-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეგიძლიათ.

თეგები

თეგები არ მოიძებნა

6/1/2018