Intel-მა AMD-ს Vega გრაფიკის მქონე პროცესორები წარმოადგინა

რამდენიმე თვის წინ Intel-მა AMD-სთან ერთად ჰიბრიდული პროცესორის გამოშვება დააანონსა, რომელიც „ლურჯ“ ბირთვსა და „წითელ“ გრაფიკას გააერთიანებდა. ქსელში აღნიშნული პროცესორების შესახებ ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ კომპანიამ პროცესორების განახლებული ხაზი ოფიციალურად წარმოადგინა.

Intel-მა ერთ ბლოკში ერთმანეთს გრაფიკა და პროცესორი დაუკავშირა, რითაც მზა გადაწყვეტილების ზომები 50%-ით შეამცირა. მიუხედავად Vega-ს გრაფიკისა, Intel-ის ახალ პროდუქტში ინტეგრირებული HD Graphics 630-იც შესანიშნავად მოთავსდა. მარტივად რომ ვთქვათ, პროცესორი, ინტეგრირებული და არა ინტეგრირებული გრაფიკა ამ შემთხვევაში ერთიან პროდუქტს წარმოადგენს. როცა კომპიუტერს შედარებით ნაკლები გრაფიკული სიმძლავრეები დასჭირდება, ენერგიის ეკონომიის მიზნით ის ცხადია ინტეგრირებულ გადაწყვეტილებაზე გადაერთვება.

ახალი ჰიბრიდული პროცესორების მონაცემები

  • Core i7-8809G: 4 ბირთვი / 8 ნაკადი საბაზისო 3.2 გჰც და მაქსიმალური  4.2 გჰც სიხშირით. 8 მბ ქეში და ორ არხიანი DDR4-2400 მეხსიერების მხარდაჭერა. გრაფიკა Radeon RX Vega M GH + Intel HD Graphics 630.
  • Core i7-8709G4 ბირთვი / 8 ნაკადი საბაზისო 3.1 გჰც და მაქსიმალური  4.1 გჰც სიხშირით. 8 მბ ქეში და ორ არხიანი DDR4-2400 მეხსიერების მხარდაჭერა. გრაფიკა Radeon RX Vega M GH + Intel HD Graphics 630.
  • Core i7-8706G: 4 ბირთვი / 8 ნაკადი საბაზისო 3.1 გჰც და მაქსიმალური  4.1 გჰც სიხშირით. 8 მბ ქეში და ორ არხიანი DDR4-2400 მეხსიერების მხარდაჭერა. გრაფიკა Radeon RX Vega M GL + Intel HD Graphics 630.
  • Core i7-8705G: 4 ბირთვი / 8 ნაკადი საბაზისო 3.1 გჰც და მაქსიმალური  4.1 გჰც სიხშირით. 8 მბ ქეში და ორ არხიანი DDR4-2400 მეხსიერების მხარდაჭერა. გრაფიკა Radeon RX Vega M GL + Intel HD Graphics 63o. აღნიშნულ მოდელს i7-8706G-ისგან განსხვავებით Intel vPro ტექნოლოგიის მხარდაჭერა გააჩნია.
  • Core i5-8305G: 4 ბირთვი / 8 ნაკადი საბაზისო 2.8 გჰც და მაქსიმალური  3.8 გჰც სიხშირით. 6 მბ ქეში და ორ არხიანი DDR4-2400 მეხსიერების მხარდაჭერა. გრაფიკა Radeon RX Vega M GL + Intel HD Graphics 63o.

Intel-ის „K“ ინდექსის მქონე პროცესორები ე.წ Overclocking-ს ექვემდებარებიან, თუმცა ეს არ ვრცელდება G-სერიის გადაწყვეტილებებზე. აღნიშნული ინდექსის პროცესორებიდან „ოვექლოქინგის“ მხარდაჭერა მხოლოდ ერთს— i7-8809G-ს აქვს.

როგორც შეამჩნევდით, AMD-მ Intel-ისთვის გრაფიკული ჩიპის ორი კონფიგურაცია წარმოადგინა— Vega M GL და Vega M GH. აქედან M GL საბაზისო 931 მჰც სიხშირიზე მუშაობს (ავტომატურად სწრაფდება 1011 მჰც-მდე), ხოლო 20 გამომთვლელი ბლოკითა და 1536 ნაკადიანი პროცესორებით მაქსიმალური წარმადობა 2,6 ტერაფლოპს აღწევს. GH კონფიგურაცია უფრო მძლავრი გამოვიდა. 1063 მჰც (1190 მჰც-მდე ავტომატური ასწრაფებით) 24 გამომთვლელ ბლოკთან და 1280 ნაკადიან პროცესორთან ერთად 3,7 ტერაფლოპ სიმძლავრეს აფიქსირებს. ორივე კონფიგურაციაში 4 გბ  HBM2-მეხსიერებაა გამოყენებული.

აღნიშნული პროცესორების ანონსი ნიშნავს იმას, რომ წელს ჩვენ უამრავ მაღალი წარმადობისა და ხარისხიანი გრაფიკის მქონე ლეპტოპებს, ულტრაბუქებს, მონობლოკებს, მინი კომპიუტერებსა და სხვა კომპიუტერულ გადაწყვეტილებებს ვიხილავთ. მართალია, ზე მძლავრ გეიმერულ კომპიუტერებს ეს მოწყობილობები ვერ შეედრებიან, თუმცა საშუალო დონის გადაწყვეტილებების შესაძლებლობებს აღნიშნული პროდუქტი მაინც საგრძნობლად გაზრდის.

 

თეგები

9/1/2018