iOS 11-ის სტანდარტულ Mail აპლიკაციაში Outlook-ის ელ.ფოსტა აღარ მუშაობს

რამდენიმე დღის წინ კომპანია Apple-მა საკუთარი მაგიური ოპერაციული სისტემა iOS 11-ის გავრცელება დაიწყო. მართალია, მასში ბევრი სიახლე და ცვლილებაა, თუმცა ვაშლის მობილური ოპერაციული სისტემის ახალმა ვერსიამ მათ შორის ბევრი ხარვეზითაც დაგვასაჩუქრა. მაგალითისთვის, სისტემის სტანდარტული Mail აპლიკაცია აღარ მუშაობს Outlook.com, Office 365 და Exchange 2016-ის საფოსტო ყუთებთან.

Microsoft-ის ტექნიკური მხარდაჭერის საიტზე კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ პრობლემამ შესაძლოა ელექტრონული წერილების მიღება/გაგზავნა გაართულოს.

აღნიშნული პრობლემა გამოწვეულია იმით, რომ iOS 11-ის საფოტო კლიენტს არ გააჩნია Windows Server 2016-ზე მომუშავე Outlook.com, Office 365-ის და Exchange Server 2016-ის მხარდაჭერა.

ამ პრობლემის დროებითი მოგვარების ერთადერთ გზას Outlook-ის iOS აპლიკაციის გამოყენება წარმოადგენს, რომელიც App Store-დან არის ხელმისაწვდომი. Microsoft-ი და Apple ერთობლივად უკვე მუშაობენ აღნიშნული პრობლემის მოგვარებაზე.

წყარო: Microsoft-ის ტექნიკური მხარდაჭერის გვერდი

კატეგორიები

თეგები

21/9/2017