ახალი iPhone-ის შეძენის მსურველებს სავარაუდოდ ლოდინი მოუწევთ

Apple-ის ახალი პროდუქცია ყოველთვის იწვევდა გარკვეულ აჟიოტაჟს, თუმცა არ გვახსენდება შემთხვევა, როცა კუპერტინოს პროდუქცია დეფიციტში ყოფილიყო. ეს პირველად შესაძლოა ახალ iPhone-ების შემთხვევაში მოხდეს, რომელთა პრეზენტაცია 12 სექტემბერს გაიმართება. შეძენის მსურველებს სავარაუდოდ ცოტა ლოდინი მოუწევთ.

Bernstein-ის ექსპერტის, ტონი საკონაგის თქმით, ლოდინის დრო სავარაუდოდ 3 კვირამდე გაიზრდება. დროული მიწოდების შეფერხებას შესაძლოა OLED-დისპლეების პრობლემური წარმოება იწვევდეს. ეკრანების მწარმოებლებისგან შემოსული პანელების დიდი წილი დაზიანებული აღმოჩნდა, რის გამოც სმარტფონების წარმოება ისეთი სწრაფი ტემპით არ მიმდინარეობს, როგორიც ტიმ კუკის კომპანიას სურს. Foxconn-ის დირექტორმა სოც.ქსელ Weibo-ში აღნიშნა, რომ კომპანიის მიერ მიღებული ეკრანების 40% დაზიანებულია.

 

კატეგორიები

თეგები

10/9/2017