Microsoft Store-ში Kali Linux-ის დისტრიბუტივი დაიდო

გასულ წელს Microsoft-მა საკუთარი აპლიკაციების მარკეტში Windows 10-ზე Linux-ის სხვადასხვა დისტრიბუტივების გამოქვეყნება დაიწყო. SUSE, Ubuntu და OpenSUSE-ს შემდეგ ამ რიცხვს Kali Linux-იც შეუერთდა. Kali-ს დეველოპერებმა პროდუქტის Microsoft Store-ში გამოჩენა ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ დააანონსეს, თუმცა დისტრიბუტივის გადმოწერა მხოლოდ დღეიდან გახდა შესაძლებელი, რადგან ოფიციალური ანონსის მომენტში WSL-ს არ ქონდა Kali-ს მხარდაჭერა.

Kali Linux-ისა დეველოპერების Windows Subsystem for Linux-ის გუნდის წევრებთან თანამშრომლობამ ერთმნიშვნელოვნად გაამართლა, რის შედეგადაც დღეს თქვენ Linux-ის სასურველი დისტრიბუტივის დაყენება ერთი დაწკაპებით შეგიძლიათ. პირველ ეტაპზე სისტემას გარკვეული შეზღუდვები მაინც ექნება— მაგალითად სისტემაში არ მუშაობს „raw socket“-ი.

Kali Linux-ი დღეს ფართოდ გამოიყენება ინფორმაციული უსაფრთხოების ცდების ჩასატარებლად. დისტრიბუტივის პირველი რელიზი 2006 წლის მაისში შედგა. ამჟამად კი აქტუალურ ვერსიად Kali Linux 2018 1 ითვლება.

 

გადმოიწერეთ Kali Linux-ი Microsoft Store-დან.

 

კატეგორიები

თეგები

6/3/2018