Windows 10/Windows 10 Mobile-ზე მორიგი დაგროვებითი განახლება გამოვიდა

გუშინ გვიან ღამით კომპანია Microsoft-მა Windows 10 Creators Update და Fall Creators Update-ისთვის მორიგი  დაგროვებითი განახლება გამოუშვა, რომელთა კატალოგის ნომრებია KB4053580 (15063.786) და KB4054517 (16299.125). აღნიშნული განახლებები არ მოიცავენ ახალ ფუნქციებს და მხოლოდ სისტემის შეცდომების აღმოფხვრას ემსახურებიან.

განახლება KB4053580 -ის ცვლილებებია:

  • Internet Explorer-ში გაუმჯობესებულია Microsoft Edge-ის გაშვების ღილაკის ხილვადობა
  • SQL Server Reporting Services-ში გამოსწორებულია სქროლინგის ზოლის არაკორექტული მუშაობა
  • Current Branch for Business (CBB) არხზე მიმაგრებულ Windows Pro-ში გამოსწორებულია მოულოდნელი განახლების ხარვეზი
  • გამოსწორებულია ზოგი აპლიკაციის PAC სკრიპტებით ვებ ან ინტერნეტ პროქსი-სერვერებთან დაკავშირების დროს დაფიქსირებული ხარვეზი. აღნიშნული შეცდომა თავს WinHTTP.dll-ში იჩენდა, რის შედეგადაც:
    • Microsoft Outlook ვერ უკავშირდებოდა Office 365-ს
    • წარმოიქმნებოდა Internet Explorer/Microsoft Edge-ში კონტენტის რენდერის პრობლემა
    • იბლოკებოდა Cisco Jabber -ის მუშაობა
    • შეფერხებით მუშაობდა ყველა ის აპლიკაცია, რომელიც იყენებდა WinHTTP-ს
  • განახლებულია ინფორმაცია დროის სარტყელის შესახებ
  • გათვალისწინებულია უსაფრთხოების განახლება შემდეგი პროდუქტებისთვის: Microsoft Scripting Engine, Microsoft Edge და Windows Server.

განახლება KB4054517 -ის ცვლილებებია:

  • Internet Explorer-ში გაუმჯობესებულია Microsoft Edge-ის გაშვების ღილაკის ხილვადობა
  • გამოსწორებულია Windows Defender Device Guard და Application Control-ის შეცდომა, რომელიც აუდიტის რეჟიმში ყველა აპლიკაციის გაშვებას აჩერებდა
  • U0/U3 გადასვლისას გამოსოწრებულია PLC ბიტის განულების შეცდომა
  • გამოსწორებულია Bluetooth კავშირის სტაბილურობა
  • სენსორულ რეჟიმში გამოსწორებულია 88 სტანდარტული კლავიატურა
  • განახლებულია ინფორმაცია დროის სარტყელის შესახებ
  • System Center Virtual Machine Manager (VMM)-ში გამოსწორებულია ვირტუალური მანქანების კლონირებისა და დაკოპირების შეცდომა— 0x80070057- Invalid parameter
  • გათვალისწინებულია უსაფრთხოების განახლება შემდეგი პროდუქტებისთვის:Microsoft Scripting Engine, Microsoft Edge და Windows Server.

აღნიშნული განახლების მიღება Windows Update-დან შეგიძლიათ.