Microsoft: „დროა პაროლები მოვკლათ“

თანამედროვე სამყაროში პაროლი დაცვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მექანიზმს წარმოადგენს. ზუსტად პაროლით არის დღეს დაცული მომხმარებლების პირადი ინფორმაცია. თუმცა ამასთან ერთად სულ უფრო პოპულარული ხდება ბიომეტრიული მონაცემებით ავტორიზაციის მეთოდი. მიუხედავად ასეთი ტენდენციისა, ჩვენ ბიომეტრიულ მონაცემებთან ერთად, ხშირად თავის დაზღვევის მიზნით დამატებით პაროლსაც ვაყენებთ. Microsoft-ის აზრით მსგავსი მიდგომა მოძველებულია და მონაცემების მხოლოდ სიმობილოების თანმიმდევრობით დაცვა თანამედროვე სამყაროში საკმარისი როდია:

საიმედო პაროლი მონაცემების დაკარგვის ყველაზე გავრცელებული გამომწვევი მიზეზია. ბოროტმოქმედებს ათასობით ანგარიშის შეძენა რამდენიმე ათეულ დოლარადაც კი შეუძლიათ. პაროლების ხშირი შეცვლის რეკომენდაციაც კი ამ შემთხვევაში ნაკლებად ეფექტური იქნება.

Microsoft-ის ვიცე-პრეზიდენტის, ბრეტ არსენოლტის თქმით კომპანია უკვე რამდენიმე წელია რაც მომხმარებლების მონაცემების დაცვის ახალ გადაწყვეტილებებზე მუშაობს. მისი აზრით უსაფრთხოება იქნება დაცული მაშინ, თუ ანგარიშის პაროლი ჩვენ თვითონ ვიქნებით. ამაში დაგვეხმარება Windows Hello-ს სისტემა. კომპანიის მონაცემებით დაცვის აღნიშნულ მექანიზმს ბიომეტრიული სკანერის მხარდაჭერის მქონე Windows-მოწყობილობების მფლობელების 70%, მათ შორის Microsoft-ის თანამშრომელთა უდიდესი ნაწილი იყენებს.

დღეს, Microsoft-ის 125 000 თანამშრომლიდან უმეტესობა ავტორიზაციისთვის პაროლს აღარ იყენებს, ხოლო უახლოეს მომავალში ტრადიციულ პაროლებზე საერთოდ უარს ვიტყვით.

Windows-ის კორპორატიული უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი, რობ ლეფტერსი დარწმუნებულია, რომ Microsoft-ი შეძლებს და მსოფლიოს ტრადიციულ პაროლებზე უარის თქმაში დაეხმარება:

გარკვეული დრო იქნება საჭირო იმისთვის, რომ ვებ-საიტებმა, კორპორატიულმა დაწესებულებებმა და რაც მთავარია, მომხმარებლებმა ახალი ტექნოლოგია მიიღონ. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვაქვს გეგმა, რომლითაც ეს პროცესი დაჩქარდება. წარმატების გასაღები იმ ფაქტშია, რომ ჩვენ მიერ შემოთავაზებული გადაწყვეტილებები არსებულებზე ბევრად მარტივი და მოსახერხებელია.

Microsoft-ის გეგმები საკმაოდ ამბიციურად გამოიყურება, რადგან თვითონ კომპანიის სერვისების უმეტესობაც კი ჯერ ისევ ტრადიციული პაროლების სისტემას იყენებენ. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ ხარისხიანი ბიომეტრიული სისტემების ფასი დღეს საკმაოდ მაღალია, რასაც მომხმარებელთა უმეტესობა უბრალოდ ვერ გაწვდება. ამისდა მიუხედავად, კომპანიის წარმომადგენლების თქმით, Microsoft-ს აქვს ახალი ტექნოლოგიის მასობრივად გავრცელების „უნიკალური შანსი“, რომელსაც ის აუცილებლად გამოიყენებს. ამასთან ერთად კომპანიას Windows Hello სისტემის გაუმჯობესებაზე მუშაობა მოუწევს, რადგან რამდენიმე დღის წინ დაფიქსირა ფაქტი, როდესაც Windows-ის ბიომეტრიული ავტორიზაციის სისტემა ჩვეულებრივი ამობეჭდილი სურათით მოტყუვდა.

 

კატეგორიები

29/12/2017