Windows 10-ის ინტერფეისის თარგმნა უკვე ნებისმიერ მსურველს შეუძლია

Windows 10-ის მომხმარებლები, რომლებიც ინტერფეისში მშობლიურ (არა ინგლისურ)  ენას იყენებენ, ხშირად აწყდებიან სისტემის კომპონენტების არაკორექტულ თარგმანს. მსგავსი უზუსტობები ქართული ლოკალიზაციის შემთხვევაში მრავლად გვაქვს. Microsoft-ი ამ პრობლემის გადაჭრას ენთუზიასტების აქტიური ჩართულობით აპირებს.

ამისათვის Windows Store-ში გამოქვეყნდა ახალი აპლიკაცია სახელად Language Community. მისი საშუალებით თქვენ Windows-ის დეველოპერებს გადაუგზავნით არასწორი თარგმანის და თანდართული შესწორებული ვარიანტის მაგალითს. ამისათვის საკმარისია დააწვეთ Win+ Alt+F კომბინაციას. გარდა ამისა აპლიკაციაში თქვენ სხვების მიერ შემოთავაზებულ ვარიანტებსაც იხილავთ. აპლიკაციაში ხმის მიცემის სისტემაც მუშაობს, რაც თარგმანის ჩასასწორებლად საუკეთესო კანდიდატს გამოავლენს. გასათვალისწინებელია, რომ „Language Community“ ხელმისწავდომია მხოლოდ Windows Insider პროგრამის მონაწილეებისთვის, რომლებიც საკუთარ კომპიუტერებზე Windows 10 Fall Creators Update-ის 16232 ან უფრო ახალ ვერსიას იყენებენ.

Language Community-ს გადმოწერა შეგიძლიათ აქ.