#CES2017: Lenovo-მ პროფესიონალური პლანშეტი, Miix 720 წარმოადგინა

კომპანია Lenovo-მ საკუთარი ანონსებით უკვე მიიპყრო CES 2017-ის სტუმრების ყურადღება. Windows VR-ჩაფხუტის, გეიმინგ ლეპტოპების სერიის— Legion-ის, ასევე ThinkPad X1-ის ხაზის განახლების შემდეგ კომპანიამ ახალი პლანშეტური კომპიუტერი, Miix 720 წარმოადგინა. აღნიშნული მოწყობილობა ნამდვილად პროფესიონალური გადაწყვეტილებაა, რომელიც Kaby Lake-ის მიკროარქიტექტურის მქონე  Intel Core i7-ის ჩიპზეა დაფუძნებული. მომხმარებლებს Miix 720-ის სხვადასხვა მოდიფიკაციების შეძენა შეეძლებათ *(ოპერატიული 16 გბ-მდე; შიდა მეხსიერება 1 ტბ-მდე).

miix-720-detachable-for-content-creation

Lenovo Miix 720-ის კორპუსის სისქემ სულ რაღაც 14,6 მმ. , ხოლო წონამ 1,1 კგ შეადგინა. მწარმოებელმა ახალი თაობის პლანშეტური მოწყობილობა 12-დიუმიანი 2880×1920 პიქსელზე გარჩევადობის მქონე IPS-ეკრანით აღჭურვა. რადგან პლანშეტმა მაღალი მგრძნობელობის მქონე სენსორი მიიღო, მასთან შესანიშნავად მუშაობს სტილუსი Lenovo Active Pen 2. Miix 720-ს ავტონომიურ რეჟიმში 8 საათიანი მუშაობა შეუძლია. პლანშეტი აღჭურვილია USB-პორტით, რომლითაც ნებისმიერი მოწყობილობის, მათ შორის სმარტფონის დამუხტვა იქნება შესაძლებელი მაშინაც კი, თუ პლანშეტი გამორთულია. Miix 720 ასევე USB Type-C და USB 3.0 პორტები და microSD ბარათის სლოტი მიიღო. ეკრანის ზედა ნაწილში კი, Windows Hello-ავტორიზაციისთვის საჭირო ინფრაწითელი კამერა განთავსდა.

miix-720-detachable-back

Lenovo Miix 720-ის კომპლექტაციაში თქვენ იხილავთ ფონური განათების მქონე კლავიატურა-დამცავს, დაწოლის 4096 დონის აღქმის მქონე Lenovo Active Pen 2-ს. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ Type-C-პორტის მეშვეობით, რომელსაც Thunderbolt 3-ის მხარდაჭერა გააჩნია, Miix 720-თან ერთდროულად ორი 4K გაფართოების მქონე მონიტორის მიერთება არის შესაძლებელი.

Miix 720-ის გაყიდვები 2017 წლის აპრილში დაიწყება, ხოლო მისი საწყისი ღირებულება 999,99$-ს შეადგენს. გაყიდვაში მოწყობილობის მხოლოდ ორი ვარიანტი იქნება: ოქროსფერი და ვერცხლისფერი. Lenovo Active Pen 2-ის შესაძენად მოწყობილობის ღირებულებას დაემატება 59,99$.