Outlook-მა Android-ზე დიდი განახლება მიიღო

რამდენიმე ხნის წინ Outlook-მა iOS-ზე დანამატების (ე.წ add-in-ების) მხარდაჭერა მიიღო, რის შედეგადაც აპლიკაციაში მუშაობა უფრო პროდუქტიული გახდა. ამიერიდან სასურველი აპლიკაციის დანამატის გამოყენებას პირდაპირ Outlook-ში უკვე Android მომხმარებლებიც შეძლებენ. ამჟამად დანამატები მხოლოდ Outlook.com-ის და Office 365-ის კორპორატიულ მეილებზე მუშაობს, თუმცა მოგვიანებით ეს სიახლე Gmail-ის ანგარიშებისთვისაც გახდება ხელმისაწვდომი.

აღნიშნული განახლებით  Android-ის მომხმარებლები Outlook-ში უამრავი საჭირო დანამატის, მათ შორის Evernote, Microsoft Dynamics 365, Microsoft Translator, Nimble, OnePlaceMail, Outlook Customer Manager, Smartsheet და Trello-ს მხარდაჭერას მიიღებენ. უახლოეს მომავალში დანამატების რიცხვს Wrike, JIRA, MeisterTask, Gfycat და MojiLala შეემატება. აღნიშნული დანამატები Outlook-ის Web, Windows, Mac, iOS და Android-ის მომხმარებლებისთვის ერთნაირად ხელმისაწვდომი იქნება.

დანამატების უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ მეილით მიღებული სხვადასხვა სახის ინფორმაციის დასამუშავებლად თქვენ აღარ დაგჭირდებათ რამდენიმე აპლიკაციის გახსნა და მათ შორის გადართვა— ყველაფერი ერთ კლიენტში, ამ შემთხვევაში Outlook-შია ხელმისაწვდომი. შეინახეთ საჭირო მეილები თქვენთვის სასურველ CRM აპლიკაციაში, დაამატეთ მეილიდან ამოღებული ინფორმაცია თქვენი პროექტის დაფის დეტალებს, თარგმნეთ წერილი და შეასრულეთ სხვა უამრავი ამოცანა Outlook-იდან გამოუსვლელად.

იმისათვის, რომ დაიწყოთ Add-in-ების გამოყენება გადადით Settings > Add-ins განყოფილებაში და დააწექით + სიმბოლოს, აირჩიეთ სასურველი დანამატი და შეუდექით მუშაობას განახლებულ Outlook-ში.

წყარო: Office-ის ოფიციალური ბლოგი

 

Microsoft Outlook
Microsoft Outlook
Price: Free