Outlook-ის ახალი ინტერფეისის ბეტა ვერსია უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია

2017 წლის ივლისში Microsoft-მა საკუთარი საფოსტო სერვისი Outlook-ის ვებ-ვერსიის ინტერფეისის განახლება დააანონსა. ბეტა-ტესტირებაში მონაწილეობის მისაღებად კომპანიამ მოსაწვევი შეტყობინებები შემთხვევითობის პრინციპით დააგზავნა, რის გამოც ახალი ინტერფეისის გამოყენების საშუალება ყველას არ ქონდა.

მოგვიანებით მომხმარებლებმა მიაგნეს ხერხს, რომლითაც ახალი ბეტა ინტერფეისის აქტივაცია იყო შესაძლებელი, თუმცა Outlook-ის დეველოპერებმა საკუთარ Twitter ანგარიშზე მალევე გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დღეიდან ტესტირებაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

Microsoft-ის საფოსტო სერვისის Web ინტერფეისი ბევრად სწრაფი, ლამაზი და უფრო მრავალფუნქციური გახდა. იმისათვის, რომ მოსინჯოთ Outlook-ის ახალი ინტერფეისი, გახსენით Outlook.com, გაიარეთ ავტორიზაცია თქვენი Microsoft ანგარიშით და მარჯვენა ზედა კუთხეში ჩართეთ ბეტა-ვერსიის მოსინჯვა. სურვილის შემთხვევაში თქვენ იმავე გადამრთველის გამოყენებით სტანდარტული ინტერფეისის დაბრუნებას შეძლებთ.

ახალ ინტერფეისთან დაკავშირებული იდეების, აღმოჩენილი ხარვეზებისა თუ პრობლემების შესახებ ინფორმაციის მიწოდება Outlook UserVoice-ში არის შესაძლებელი.

 

კატეგორიები

თეგები

2/9/2017