MWC 2017: Porsche Design-მა Surface Book-ის ანალოგი, Book One-ი წარმოადგინა

გამოფენა Mobile World Congress 2017-ის ფარგლებში, Porsche Design-მა პრემიუმ კლასის ლეპტოპ-ტრანსფორმერი წარმოადგინა, რომელიც თამამად შეიძლება ჩაითვალოს Surface Book-ის კონკურენტად.

როგორც Porsche  Design-ის სხვა პროდუქტები, Book One-ი დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა.  Microsoft-ის ფანები რა თქმა უნდა შეამჩნევენ მოწყობილობის დიდ მსგავსებას Surface Book-თან.

Book One-ის მახასიათებლები მის სტატუსს შეესაბამება. ლეპტოპი Intel Core i7-7500U (3,5 Ghz)-ის ბაზაზე მუშაობს. იგი აღჭურვილია 16 გბ ოპერატიულითა და 512 გბ-იანი SSD შიდა მეხსიერებით. Book One-ის 13,3-დიუმიანი IPS-ეკრანის გარჩევადობაა 3200×1800 პიქსელზე (QHD+). ამ ლეპტოპის მომხმარებლის განკარგულებაში იქნება ასევე ორი USB Type-C და ორი USB 3.0. ჩაშენებულ ინფრაწითელ კამერას Windows Hello-ს ავტორიზაციის მხარდაჭერა გააჩნია, ხოლო თაჩპედი Precision Touchpad-ის სპეციფიკაციებს აკმაყოფილებს. პრემიუმ კლასის ლეპტოპი Windows 10 Pro-ზე მუშაობს.

Book One-ის გაყიდვები აპრილში დაიწყება და მისი ფასი იქნება 2495$  ა.შ.შ-ში და 2795€ გერმანიაში.