Qualcomm Snapdragon 836-ის გამოსვლა 2018 წლამდე გადაიდო

ბოლო ინფორმაციით Google Pixel 2 და Pixel XL 2-ის ფლაგმანები არა Qualcomm Snapdragon 836-ს, არამედ 835-ს მიიღებენ. იგივე ჩიპს გამოიყენებენ Xiaomi Mi Mix 2-შიც. Qualcomm-მა ვერ მოასწრო ახალი პროცესორის გამოშვება, რის გამოც მწარმოებლებს მიმდინარე თაობის ჩიპის გამოყენება მოუწევთ. რამდენიმე ხნის წინ კი ევან ბლასმა გამოაქვეყნა ტვიტი, საიდანაც ვიგებთ, რომ Snapdragon 836-ის გამოსვლამ 2018 წლის დასაწყისამდე გადაიწია.

ამისდა მიუხედავად ნერვიულობა მაინც არ ღირს, რადგან როგორც Snapdragon 820 და Snapdragon 821-ის შემთხვევაში, განსხვავება პროცესორებს შორის არც თუ ისე დიდი იქნება.

წყარო

კატეგორიები

თეგები

10/9/2017