Windows Insider: Fast და Skip Ahead არხით გამოვიდა Windows 10-ის საცდელი RS4 ანაწყობი, ნომრით 17025

დეველოპერებმა რამდენიმე დღის წინ Fast და Skip Ahead რგოლების მომხმარებლებისთვის ახალი საცდელი ანაწყობი გამოუშვეს. 17025-ე ანაწყობში უკვე შეიმჩნევა Redstone 4-ის პირველი ცვლილებები.

რა არის ახალი 17025-ში?

სპეციალური შესაძლებლობების პარამეტრების გადაკეთებული ინტერფეისი. სისტემური პარამეტრების ამ კატეგორიამ მცირე კოსმეტიკური ცვლილებები განიცადა. ამიერიდან სპეც.შესაძლებლობები ქვეკატეგორიებად არის დაყოფილი, რაც საჭირო ფუნქციის მოძიებას უფრო მოსახერხებელს ხდის.

79bcb7f7eadbbdb2b9276f855d64ac07

აპლიკაციების ავტომატური ჩატვირთვა. აპლიკაციებისთვის ამიერიდან ხელმისაწვდომია დამატებითი პარამეტრები, რომლებიც აპლიკაციის გაშვებისას დეველოპერის მიერ მითითებული ამოცანების მართვის საშუალებას იძლევა.

1b0b2068416d9f031988112ce3528a34

Microsoft Yahei შრიფტის გაუმჯობესება. შესაძლოა ეს პუნქტი ნაკლებად საინტერესო აღმოჩნდეს, მაგრამ მაინც აღვნიშნავთ, რომ კომპანიამ ჩინური შრიფტის სიმეტრია და იერსახე გააუმჯობესა.

3fdad48f1a73b10947958ad80806b9fa-1024x427

სხვა შესწორებები და გაუმჯობესებები (PC)

  • Fluent Design System-ის გაუმჯობესება. CalendarView -ს(ამოცანების პანელიდან გამოძახებული კალენდარის ვერსია) ამიერიდან (კურსორის მიტანის დროს) Reveal ეფექტის მხარდაჭერა აქვს. ხოლო მსუბუქი დაწკაპების ეფექტი უფრო რბილი გახდა.
  • გამოსწორებულია ხარვეზი, რომლის გამოც კომპიუტერთან დაშორებულად დაკავშირებისას გრაფიკული ჩიპის გარკვეული კონფიგურაციის დროს ეკრანი შავდებოდა და მხოლოდ კურსორის განლაგებას აჩვენებდა.
  • გამოსწორებულია იაპონური სენსორული კლავიატურის მუშაობა.
  • გამოსწორებულია ხარვეზი, რომლის გამოც Groove Music-ის ან სხვა აპლიკაციის მინი რეჟიმის გამოყენების დროს დაშორებულად კომპიუტერთან დაკავშირებისას საკუთარი ამოცანათა პანელი ფარავდა დაშორებული კომპიუტერის პანელს.
  • გამოსწორებულია თამაშის დროს Cortana-ს გამოძახებისას ამოცანათა პანელის ეკრანის ზემოდან გამოჩენის ხარვეზი.
  • პატარა მოწყობილობებსა და პლანშეტურ რეჟიმში გამოსწორებულია „სქროლინგის“ ხარვეზი.
  • Start-მენიუში გამოსწორებულია კურსორის განლაგების ხარვეზი.
  • გამოსწორებულია ხარვეზი, რომლის გამოც ინტერნეტ კავშირის გარეშე Windows-ის ინსტალაციის დროს Start მენიუში აპლიკაციების ფილები ჩამოტვირთვის რეჟიმზე იყინებოდნენ.
  • გამოსწორებულია ხარვეზი, რომლის გამოც Start მენიუში საქაღალდის მიმაგრების ოფცია ისევ ჩანდა იმ ობიექტების კონტექსტურ მენიუში, რომლებიც უკვე მიმაგრებულია.
  • ვირტუალურ მანქანებში გამოსწორებულია Enhanced Session Mode-ის შეცდომა, რომლის გამოც სისტემა ავტორიზაციას 2-ჯერ ითხოვდა.
  • გამოსწორებულია ხარვეზი, რომლის გამოც DX9/10/11-ის თამაშების სრულეკრანიანიდან ფანჯრის რეჟიმზე ან პირიქით გადართვისას ეკრანი უბრალოდ შავდებოდა.
  • განახლების დროს გამოსწორებულია სიკვდილის ლურჯი ეკრანის ხარვეზი x86-იან კომპიუტერებზე შეცდომით HAL INITIALIZATION FAILED.
  • გამოსწორებულია მწვანე სიკვდილის ეკრანის ხარვეზი იმ კომპიუტერებზე, რომლებშიც ჩართულია აღდგენის წერტილი.
  • გამოსწორებულია ვებ-გვერდების ჩატვირთვის დროის პრობლემა.
  • Microsoft Edge-ში ჩანართებს შორის გადართვისას იმ შემთხვევაში როდესაც ჩართულია დიქტორი, გამოსწორებულია შენელებული რეაგირების ხარვეზი.
  • ზოგ ეკრანზე გამოსწორებულია Courier New-ს შრიფტში 2-იანის ჩვენების ხარვეზი.

ცნობილი ხარვეზები

  • მოქმედებების ცენტრში მოსული შეტყობინების ხელის გასმით წაშლა არ მუშაობს, ამისათვის გამოიყენეთ მაუსი ან კლავიატურა.
  • ვირტუალურ სამუშაო მაგიდებს შორის გადართვისას ცხელი კლავიშებისა და ტრეკპადის ჟესტების გამოყენებისას შეიმჩნევა ეკრანის ციმციმი.
  • Game Hub-ის ჩართვის შემთხვევაში შესაძლოა კურსორმა შეწყვიტოს ფუნქციონირება.
  • მოქმედებების ცენტრში აღარ ჩანს კალენდარის ინტერაქტიული შეტყობინებები.

შეგახსენებთ, რომ განახლების ინსტალაციისას თქვენი მოწყობილობა მუშაობისთვის გარკვეული დროს განმავლობაში მიუწვდომელი იქნება. ასევე გირჩევთ რეგულარულად შექმნათ პერსონალური მონაცემების სარეზერვო ასლები. აღსანიშნავია, რომ RS4-ის არხის პირველი ანაწყობები, როგორიც ესაა არასტაბილურობის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევიან, ამიტომ სასურველია თავდაპირველად განახლება სამუშაო და ძირითად მოწყობილობებს მოარიდოთ. 

წარმატებულ განახლებას გისურვებთ ინსაიდერებო! <3

წყარო: Microsoft-ის ოფიციალური ბლოგი.

კატეგორიები

27/10/2017