Windows Insider: Fast და Skip Ahead არხით გამოვიდა Windows 10-ის საცდელი RS4 ანაწყობი, ნომრით 17040

Windows 10-ის დეველოპერებმა Windows Insider პროგრამის მონაწილეებისთვის Redstone 4-ის ახალი საცდელი ანაწყობი გამოუშვეს. 17040-ე ანაწყობი Fast და Skip Ahead არხების მონაწილეებმა მიიღეს. აღნიშნული განახლება რამდენიმე სასიამოვნო სიახლით გამოირჩევა.

შენიშვნა: 17040 უპრობლემოდ ეშვება AMD-ს პროცესორზე მომუშავე კომპიუტერებზე. 

რა სიახლეებია Windows 10 Redstone 4-ში ვერსიის ნომრით 17040 (PC)

SDR-კონტენტის სიკაშკაშის რეგულირება HDR-ის მხარდაჭერის მქონე ეკრანებზე

Settings>> System>> Display-ში დამატებულია SDR კონტენტის სიკაშკაშის მარეგულირებელი ზოლი იმ შემთხვევებისთვის თუ ეკრანს HDR-ის მხარდაჭერა აქვს. აღნიშნული ფუნქცია Insider-ების მოთხოვნით განხორციელდა.

კურსორის, მანიშნებლისა და უკუკავშირის ახალი ქვეკატეგორიები „სპეციალური შესაძლებლობების“ პუნტქში.

წვდომის გამარტივების მიზნით დეველოპერებმა კურსორის ჩვენების, მანიშნებლისა და უკუკავშირის პარამეტრები ცალკე ქვეკატეგორიებში მოათავსეს.

Flow-ის მხარდაჭერა ეკრანის კლავიატურის ყველა რეჟიმისთვის

Fall Creators Update-ში გამოჩნდა ეკრანის კლავიატურა, რომელიც ერთი ხელით სენსორული მოწყობილობის გამოყენების დროს ტექსტის აკრეფას ამარტივებს. ასეთ რეჟიმში Flow ანუ ეკრანის ზედაპირიდან ხელის აღების გარეშე, მხოლოდ ჟესტებით აკრეფის შესაძლებლობა ტექსტთან მუშაობას ბევრად ამარტივებდა. ამიერიდან Flow-ის მხარდაჭერა სრულეკრანიან კლავიატურაზეც გამოჩნდა.

ტექსტის ხელით წერის დროს ახალი ჟესტის მხარდაჭერა

ინსაიდერების გამოხმაურების შედეგად გადამუშავდა ტექსტში სიმბოლოების ერთმანეთისგან დაშორება-შეერთების ჟესტი. შესაბამისი ჟესტები შეგიძლიათ იხილოთ ზემოთ მოცემულ ანიმაციაში.

ხელით საწერი პანელის ტექსტისგან გაწმენდის ახალი ჟესტი

ტექსტის ბოლოს ქვედა ნაწილში დახატეთ სწორი კუთხე და ხელით დაწერილი ტექსტი საწერი პანელიდან წაიშლება.

Windows 10 Redstone 4 17040-ის სხვა ცვლილებები

  • პარამეტრების კონფიდენციალობის კატეგორიაში შეგიძლიათ გაეცნოთ აპლიკაციების Cortana-სთან ურთიერთქმედების ისტორიას.
  • გამოსწორებულია შეცდომა, რომლის გამოც ქსელის სტატუსი კერძოდან საჯაროზე თვითნებურად იცვლებოდა.
  • Win32 აპლიკაციებში გამოსწორებულია ე.წ „ჩექ ბოქსების“ ჩვენების პრობლემა.
  • Windows Defender Security Center-ში გამოსწორებულია ტექსტის მექანიკური შეცდომა.
  • გამოსწორებულია Windows.old საქაღალდის წაშლის მექანიზმის მუშაობა.
  • გამოსწორებულია სიკვდილის მწვანე ეკრანის პრობლემა შეცდომის კოდით BAD_POOL_CALLER.
  • გამოსწორებულია შეცდომა, რომლის გამოც UWP აპლიკაციების ჩაკეცვისას მათი ფანჯრის ჩრდილების ნაწილი ეკრანზე რჩებოდა.
  • გამოსწორებულია ჟესტებითა და ცხელი კლავიშებით ეკრანებს შორის გადართვის დროს ციმციმის პრობლემა.
  • გამოსწორებულია XAML Reveal ეფექტის ჩვენების პრობლემა, რომელიც არ მიყვებოდა კურსორს, სანამ მაუსის მარცხენა ღილაკს არ დააწვებოდით.
  • Start მენიუ ამიერიდან შეუფერხებლად იხსნება იმ შემთხვევებში, როცა მომხმარებელი იყენებს ბრძანებათა ველს.
  • ლოკალური ანგარიშებისთვის PIN-ით სისტემაში ავტორიზაციის შესაძლებლობა დაბრუნდა.
  • გამოსწორებულია შეცდომა, რომლის გამოც უსადენო ეკრანებთან დაკავშირების დროს გამოსახულება მხოლოდ შავ ფონს და კურსორს აჩვენებდა.
  • შეიცვალა Cortana-ს კოლექციების ხატულა.
  • გაუმჯობესდა ეკრანის კლავიატურის დიზაინი.
  • მოწყობილობის გადატვირთვის შემდეგ აპლიკაციების მუშაობის აღდგენის ფუნქცია ამიერიდან მხოლოდ იმ მომხმარებლებისთვის არის ხელმისაწვდომი, რომლებმაც განახლებების ცენტრში გაააქტიურეს ფუნქცია, რომელიც გადატვირთამდე შეყვანილი მონაცემების გამოყენების უფლებას იძლევა.

Windows 10 Redstone 4 17040-ის ცნობილი ხარვეზები

  • თუ შეხვდით Cortana, Mail და სხვა აპლიკაციების მუშაობის პრობლემას, გაეცანით ამ ბმულს.
  • Tencent-ის პოპულარულმა თამაშებმა League of Legends და NBA2k-მ 64-ბიტიან სისტემებზე შესაძლოა GSOD გამოიწვიონ.
  • ზოგი VPN-ის გამოყენებისას შესაძლოა შეხვდეთ პრობლემას კოდით 720.
  • ანაწყობში დაფიქსირებულია პრობლემა, რომლის გამოც Cortana-ს შეტყობინებებს ვერ მიიღებთ.
  • თუ სისტემაში იყენებთ მესამე მხარის ანტივირუსს, შესაძლოა OneDrive-დან ფაილების გამოყენების მცდელობისას წარმოიქმნას პრობლემა.
  • x86 პროგრამების 64-ბიტიან მანქანებზე დაშორებულად გაშვების დროს სისტემა ავარიულად ასრულებს მუშაობას.

შეგახსენებთ, რომ განახლების ინსტალაციისას თქვენი მოწყობილობა მუშაობისთვის გარკვეული დროს განმავლობაში მიუწვდომელი იქნება. ასევე გირჩევთ რეგულარულად შექმნათ პერსონალური მონაცემების სარეზერვო ასლები. 

წარმატებულ განახლებას გისურვებთ ინსაიდერებო! <3

წყარო: Microsoft-ის ოფიციალური ბლოგი.