Windows Insider: Fast და Skip Ahead არხით გამოვიდა Windows 10-ის საცდელი RS4 ანაწყობი, ნომრით 17046

Windows 10-ის დეველოპერებმა Redstone 4-ზე მუშაობის პროცესი სულ უფრო აქტიური გახადეს. ეს დასტურდება იმითაც, რომ Skip Ahead არხის მომხმარებლები ახალ საცდელ ანაწყობებს კვირაში სულ მცირე 1-ელ მაინც იღებენ. რამდენიმე დღის წინ ენთუზიასტებმა Windows 10 Insider Preview-ის კიდევ ერთი ანაწყობი მიიღეს. სამწუხაროდ 17046-ში შესამჩნევ ცვლილებებს ვერ ნახავთ, თუმცა სახეზეა რამდენიმე მნიშვნელოვანი შესწორება და გაუმჯობესება.

რა სიახლეებია Windows 10 Redstone 4-ში ვერსიის ნომრით 17046 (PC)

ფორმებში მისამართის ველის ავტომატური შევსება Microsoft Edge-ში

ფორმის შევსების გვერდებზე ამიერიდან თქვენ შეგიძლიათ მანამდე შენახული ინფორმაცია გამოიყენოთ, რომელიც მოწყობილობებს შორის არის სინქრონიზირებული. საკმარისია ერთხელ შეავსოთ საჭირო ველები, რის შემდეგაც ბრაუზერი დაიმახსოვრებს ამ მონაცემებს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს თქვენი სურვილის მიხედვით.  შენახული მისამართების მართვა ბრაუზერის პარამეტრებიდან არის შესაძლებელი. იქვეა ხელმისაწვდომი ავტოშევსებისთვის განკუთვნილი ინფორმაციის რედაქტირებისა და წაშლის ფუნქციებიც.

კითხვის რეჟიმის სტრიქონებს შორის სივრცის პარამეტრები Microsoft Edge-ში

აღნიშნული პარამეტრის დამატების შემდეგ ბრაუზერში წიგნების კითხვა ბევრად მოსახერხებელი და ეფექტურია.

კონტექსტური მენიუდან UWP აპლიკაციების პარამეტრებთან სწრაფი წვდომა

ამიერიდან Start-ში UWP აპლიკაციაზე მაუსის მარჯვენა ღილაკით დაწკაპების შემთხვევაში კონტექსტური მენიუდან შესაბამისი პარამეტრების გახსნაც შეგიძლიათ.

Emoji-ების მსხვილი განახლება

აღნიშნულ ანაწყობში დეველოპერებმა სხვადასხვა ენებისთვის Emoji-ს მსხვილი განახლება დაამატეს. სიახლე ეკრანის კლავიატურას შეეხო და ამიერიდან ემოციების პროგნოზირება შემდეგ ენებზეა ხელმისაწვდომი: არაბული, დანიური, გერმანული, ბერძნული, ინგლისური, ესპანური, იტალიური, ჰოლანდიური, ნორვეგიული, პოლონური, პორტუგალიური, რუსული, შვედური და თურქული.

Emoji-ს ასაკრეფი პანელი აღარ იხურება ერთი ემოციის არჩევის შემდეგ.

Windows 10 Redstone 4 17046-ის სხვა ცვლილებები

  • გამოსწორებულია ფაილების მენეჯერიდან კომპიუტერის მონაცემების კონტექსტური მენიუდან გახსნის ხარვეზი.
  • გამოსწორებულია OneDrive files On-Demand ფუნქციის მუშაობა სხვა აქტიური ანტივირუსების კომპიუტერზე არსებობის შემთხვევაში.
  • 10 და 12 ბიტის მხარდაჭერის მქონე ეკრანებზე გამოსწორებულია ფერების ხარვეზი.
  • ეკრანის კლავიატურაში გაუმჯობესებულია Acrylic-ის ეფექტი.
  • გამოსწორებულია DirectX12-ის ხარვეზი.
  • გამოსწორებულია ღილაკების „გაჭედვა“ ეკრანის კლავიატურის გამოყენების დროს.
  • განახლების შემდეგ Start-ის განლაგება აღარ ნულდება.
  • Excel 2016-ში გამოსწორებულია კურსორის ჩვენების ხარვეზი.
  • ზოგ აპლიკაციაში გამოსწორებულია კომპაქტური რეჟიმის მუშაობა.
  • გამოსწორებულია ძიების შედეგების იერარქია.

Windows 10 Redstone 4 17046-ის ცნობილი ხარვეზები

  • თუ შეხვდით Cortana, Mail და სხვა აპლიკაციების მუშაობის პრობლემას, გაეცანით ამ ბმულს.
  • Tencent-ის პოპულარულმა თამაშებმა League of Legends და NBA2k-მ 64-ბიტიან სისტემებზე შესაძლოა GSOD გამოიწვიონ.
  • ზოგი VPN-ის გამოყენებისას შესაძლოა შეხვდეთ პრობლემას კოდით 720.
  • ანაწყობში დაფიქსირებულია პრობლემა, რომლის გამოც ზოგ შემთხვევაში Cortana-ს შეტყობინებებს ვერ მიიღებთ.
  • დინამიური დისკები Windows-ს კორექტულად ვერ დაუკავშირდებიან. მათზე არსებული მონაცემები არ დაზიანდება.
  • დაზიანებულია იაპონური, ჩინური და რამდენიმე სხვა ენაზე  IME-ს მეშვეობით ტექსტის აკრეფის ბიბლიოთეკა. დროებითი გამოსავალი ენის პაკეტების წაშლასა და მათ ხელმეორედ გადმოწერაში მდგომარეობს.

შეგახსენებთ, რომ განახლების ინსტალაციისას თქვენი მოწყობილობა მუშაობისთვის გარკვეული დროს განმავლობაში მიუწვდომელი იქნება. ასევე გირჩევთ რეგულარულად შექმნათ პერსონალური მონაცემების სარეზერვო ასლები. 

წარმატებულ განახლებას გისურვებთ ინსაიდერებო! <3

წყარო: Microsoft-ის ოფიციალური ბლოგი.