MWC 2017: Samsung-ის ახალი Galaxy Book-ები Windows 10-ის ბაზაზე

ბოლო თვეების განმავლობაში ინტერნეტ სივრცეში გამუდმებით ვრცელდებოდა ჭორები Samsung-ის ახალი კომპაქტური მოწყობილობის შესახებ, რომელიც Windows 10-ზე მუშაობს. რამდენიმე დღის წინ Samsung-მა ეს ჭორები დაადასტურა და Mobile World Congress 2017-ის ფარგლებში წარმოადგინა Galaxy Book-ი. აღნიშნული სერიის ორი მოდელი ერთმანეთისგან ეკრანით და რამდენიმე სხვა ტექნიკური მახასიათებლით განსხვავდება, ორივე მოწყობილობა თავისუფლად გარდაიქმნება ლეპტოპად სპეციალური კლავიატურა-ჩასადების მეშვეობით.

Samsung Galaxy Book-ების ტექნიკური მახასიათებლები

პარამეტრი Samsung Galaxy Book 10 Samsung Galaxy Book 12
ოპ.სისტემა Windows 10 Windows 10
ეკრანი 10,6 დიუმი, 1280×1920, IPS 12 დიუმი, 1440×2160, SuperAMOLED HDR
პროცესორი Intel Core m3 (Kaby Lake) Intel Core i5 (Kaby Lake)
ძირითადი კამერა არა 13 მპ ავტოფოკუსით
წინა კამერა 5 მპ 5 მპ
USB USB Type C  ორი USB Type C
ოპერატიული 4 გბ 6 გბ LPDDR4
ბიომეტრია დაქტილოსკოპიური სკანერი დაქტილოსკოპიური სკანერი
საცავი 64 გბ/128 გბ  eMMC 128 გბ /256გბ SSD
მეხსიერების გაზრდა microSD  microSD
ელემენტი 30,4 ვტ / 10 სთ-მდე / სწრაფი დამუხტვა 39,04 ვტ  / 10 სთ-მდე / სწრაფი დამუხტვა
კავშირი Wi-Fi a/b/g/n/ac, LTE Cat.6 (300 მბ/წ) Wi-Fi a/b/g/n/ac, LTE Cat.6 (300 მბ/წ)
ზომები 261,2 x 179,1 x 8,9 მმ 291,3×199,8×7,4 მმ
წონა 640 გ (Wi-Fi)/650 გ (LTE) 754 გ (Wi-Fi/LTE)

 

Galaxy Book-ები დანარჩენი Windows 10-ზე მომუშავე მოწყობილობებისგან ჩაშენებული აპლიკაციებით, სერვისებითა და საფირმო სტილუსი S Pen-ის მხარდაჭერით გამოირჩევიან. Samsung Note-ით თქვენ შეგიძლიათ სწრაფად და მარტივად აწარმოოთ ჩანაწერები, მათ შორის ეკრანის ფრაგმენტის მონიშვნით. Air Command-ი S Pen-ით პლანშეტის დისტანციურად გამოღვიძების და სპეციალური მენიუს გამოძახების შესაძლებლობას გაძლევთ. Samsung Flow თქვენი Galaxy სმარტფონის Windows 10-ზე მომუშავე მოწყობილობასთან კარგ ინტეგრაციას უზრუნველყოფს. საფირმო S Pen-ი დაჭერის 4096 დონეს აღიქვამს. კომპანიის განცხადებით, მისი ბუნებრივი მუშაობა არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი კალმისა და ფურცლისგან.

ამჟამად Samsung Galaxy Book 10 და Samsung Galaxy 12-ის გაყიდვების, ასევე მათი ფასის შესახებ ინფორმაცია უცნობია.