Microsoft-ი Samsung-თან 4K გეიმინგის განვითარების მიმართულებით ითანამშრომლებს

Microsoft-მა Samsung-თან პარტნიორობის შესახებ განაცხადა. კომპანიამ სამსუნგის პრემიუმ კლასის QLED ტელევიზორების სერია Xbox One X-ის ოფიციალურ პარტნიორად დაასახელა. ასეთი სახით Samsung-ისა და Microsoft-ის სავაჭრო ობიექტების შოურუმებში მომხმარებლებს Samsung-ის QLED 4K მონიტორთან დაკავშირებული Xbox One X დახვდებათ.

Xbox One X-ზე რეალობად ქცეული 4K UHD გეიმინგი მომხმარებლებს კიდევ ერთხელ დააფიქრებს საკუთარი ტელევიზორის განახლებაზე. თუ თქვენ ეძებთ უმაღლესი ხარისხის 4K გამოსახულებას, HDR-ის მხარდაჭერასა, შთამბეჭდავ დიზაინსა და „გონიერ“ ფუნქციონალს, მაშინ QLED TV და  Xbox One X-ი სპეციალურად თქვენთვის შექმნილი შეუდარებელი კომბინაციაა.— აცხადებს Samsung Electronics America-ს მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტი, ედი კომბსი.

Xbox One X არის პირველი კონსოლი, რომელიც გეიმერებს ნამდვილ 4K გეიმინგს სთავაზობს. იგი ნებისმიერ სხვა კონსოლზე 40%-ით გაზრდილი სიმძლავრით უპირატესობს. ჩვენ მოხარულები ვართ Samsung-თან ძალისხმევის გაერთიანებით. ასეთი სახით ჩვენი ფანები განმაცვიფრებელ სათამაშო გამოცდილებას მიიღებენ.— მაიკ ნიკოლსი, Xbox-ის ვიცე-პრეზიდენტი და დირექტორი მარკეტინგის მიმართულებით.

მარკეტინგული პარტნიორობის გარდა, კომპანია Samsung-მა საკუთარი გონიერი ტელევიზორების Smart Hub-იც განაახლა. როცა მომხმარებელი Xbox One X-ს Samsung-ის QLED ტელევიზორს დაუკავშირებს, მეორე ავტომატურად ამოიცნობს Microsoft-ის ახალი თაობის კონსოლს და Samsung One Remote-ს გაააქტიურებს. მაგალითად, ხმოვანი ბრძანებით თქვენ ტელევიზორის „სათამაშო რეჟიმის“ გააქტიურებას შეძლებთ, რაც გამოსახულების და აუდიო პარამეტრების ოპტიმიზაციას გულისხმობს.

შესაძლოა უახლოეს მომავალში Xbox One X კონსოლები Samsung-ის QLED ტელევიზორებთან კომპლექტაციაში გაიყიდოს. თუმცა, ეს მხოლოდ ვარაუდია.

კატეგორიები

2/9/2017