Skype-ს პროფესიონალური ანგარიშები დაემატება

Skype-ი ახალ სერვისს აანონსებს, რომელიც ბიზნეს-მომხმარებლებს და ტრენერებს საკუთარ კლიენტებთან ურთიერთობას გაუმარტივებს. მას Skype Professional Account ეწოდება. ახალი სერვისის საცდელი ვერსია თავდაპირველად მხოლოდ აშშ-ში იმუშავებს. Professional Account-ის მომხმარებლები საკუთარ კლიენტებთან ურთიერთობისას რეალურ დროში შეძლებენ ფულადი გადარიცხვის მიღებას, ჩანაწერების წარმოებას და ა.შ. ზარების განხორციელების შესაძლებლობა რა თქმა უნდა არსად გამქარალა. Microsoft-ის განცხადებით, SPA მომხმარებლებს პროფილების გაუმჯობესებული გვერდის და მცირე ბიზნესისთვის Skype-ის შიგნით ვებ-გვერდების განთავსების საშუალებას მისცემს.

Skype Professional Account

Skype Professional Account-ის დანიშნულებაა დაეხმაროს იმ კომპანიებს და ორგანიზაციებს, რომელთა მომსახურებაც კონსულტირებასა და ტრეინინგების ჩატარებას უკავშირდება.  მაგალითისთვის, ინგლისური ენის მასწავლებელს გაკვეთილის დინამიური კონტენტის გამოყენებით ჩატარების საშუალება ექნება.

ამჟამად ტესტირებაში მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია. ველოდებით კიდევ ერთი ახალი სერვისის საჯაროდ გამოჩენას.

კატეგორიები

16/11/2017