Windows 10-სთვის Redstone 4 განახლება მაისში გამოვა

Microsoft-მა Windows 10-ისთვის მორიგი განახლების ზუსტი თარიღი ოფიციალურად არ დაუსახელებია. Spring Creators Update ამჟამად მხოლოდ Windows Insider პროგრამის მონაწილეებისთვის არის ხელმისაწვდომი.

ჩინეთში კომპიუტერების მწარმოებლებისთვის მიწერილ ოფიციალურ წერილში Microsoft-ი Windows 10-ის განახლების დაწყების თარიღად 9 მაისს ასახელებს.  დროის სარტყელის განსხვავებიდან გამომდინარე მოსალოდნელია, რომ Redstone 4 ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე 8 მაისს დაიწეყება. ამავე დღეს ემთხვევა „სამშაბათის პატჩის“ გამოშვება. გარდა ამისა 8 მაისი Build ღონისძიების მე-2 დღეა, რომელზეც ჯო ბელფიორზე Windows-ის სამომავლო განვითარების გეგმებზეც ისაუბრებს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ ნიშნავს იმას, რომ რიგითი მომხმარებლები განახლების მიღებას ამავე პერიოდში დაიწყებენ. განახლების უახლოეს მომავალში გამოშვებაზე ბოლო ინსაიდერული ანაწყობის ყველა სატესტო წრის მომხმარებლებისთვის გამოშვებაც მეტყველებს.

კატეგორიები

27/4/2018