SteamVR-ი Windows Mixed Reality პლატფორმაზე 15 ნოემბერს გამოვა

Microsoft-ის განცხადებით Windows Mixed Reality პლატფორმა Valve-ის SteamVR-ის მხარდაჭერას 15 ნოემბერს მიიღებს.

როგორც Rolling Stone იტყობინება, 15 ნოემბერს SteamVR-ი Windows Mixed Reality პლატფორმაზე ტესტირების რეჟიმში გამოჩნდება. ცხადია, იმისათვის, რომ თამაშმა არ დაკარგოს ეფექტურობა და მაღალი FPS-ი, თქვენ შედარებით მძლავრი კომპიუტერი დაგჭირდებათ.

Microsoft-მა Windows Mixed Reality-სთვის უკვე გამოუშვა რამდენიმე VR-თამაში, თუმცა SteamVR-ის გაშვება მნიშვნელოვნად გაზრდის მომხმარებლების ინტერესს კომპანიის შერეული რეალობის პლატფორმის მიმართ.

Windows Mixed Reality გასულ თვეში, Windows 10 Fall Creators Update-თან ერთად გამოჩნდა. განახლების გამოსვლის პარალელურად მსოფლიო მასშტაბით WMR ჩაფხუტების გაყიდვები დაიწყო. საქართველოში აღნიშნული მოწყობილობების გაყიდვების შესახებ ჯერ-ჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.