Visual Studio-მ კოდზე ერთობლივი მუშაობის მხარდაჭერა მიიღო

Microsoft-ის ყოველწლიურ დეველოპერულ ღონისძიება Connect(); 2017-ის ფარგლებში კომპანიამ რამდენიმე საინტერესო გადაწყვეტილება წარმოადგინა. ერთ-ერთ ასეთ სიახლეს Visual Studio Live Share ქვია, რომელიც Word/Excel და PowerPoint-ის დოკუმენტების რეალურ დროში ერთობლივი რედაქტირების ფუნქციას იმეორებს. VS Live Share მუშაობს ყველა ოპერაციულ სისტემაზე, რომელსაც Visual Studio 2017 და Visual Studio Core-ის მხარდაჭერა აქვს.

დეველოპერი დააგენერირებს და გააგზავნის ბმულს, რომლის გახსნის შემდეგაც მეორე კოდერი პროექტის რედაქტირებას საკუთარ IDE-ში გააგრძელებს. Visual Studio Live Share-ი დაცულ რეჟიმში ღრუბლოვანი ტექნოლოგიის გამოყენებით მუშაობს, ამიტომ გუნდური რედაქტირების მონაწილეებს არ მოუწევთ პროექტის ცალ-ცალკე ჩამოტვირთვა.

ამჟამად Visual Studio Live Share დახურული საცდელი ვერსიის სახითაა ხელმისაწვდომი. საჯარო ვერსიას კი 2018 წლის პირველ ნახევარში უნდა ველოდოთ.

კატეგორიები

16/11/2017