2 აპრილიდან Windows 10-ს 5 ახალი რედაქცია შეემატება

ცნობილი ჟურნალისტი, ბრედ სემსის ექსკლუზიური ინფორმაციით ცნობილი ხდება, რომ Windows 10-ს მალე რამდენიმე ახალი რედაქცია დაემატება, რომლებიც ერთმანეთისგან ფასის და ტექნიკური მოთხოვნების მიხედვით განსხვავდება.

ახალი რედაქციები საჯაროდ 2 აპრილს უნდა გამოჩნდეს.

Windows 10-ის ახალი სამომხმარებლო ვერსიების ტექნიკური მოთხოვნებია:

  • Entry: Intel Atom/Celeron/Pentium,  4 გბ-მდე ოპერატიული, 32 გბ-მდე SSD; ეკრანი 14.1 დიუმამდე (ლეპტოპი); 11.6 დიუმამდე (ჰიბრიდული პლანშეტები და ლეპტოპები) ან 17 დიუმამდე (All-In-One).
  • Value: Intel Atom/Celeron/Pentium,  4 გბ-მდე ოპერატიული, 64 გბ-მდე SSD (ან 500 გბ-მდე HDD); ეკრანი 14.1 დიუმამდე.
  • Core: ამ რედაქციას ვერ გამოიყენებთ ისეთ მოწყობილობებზე, რომლებიც თავსებადი იქნება Core + და Advanced-თან.
  • Core +: ახალი მაღალი წარმადობის პროცესორები; ოპერატიული 4 გბ-დან (ყველა მოწყობილობისთვის) ან ოპერატიული 8 გბ-დან და გაფართოება 1080p-მდე (ლეპტოპები, 2-in-1 და All-In-One), 8 გბ ოპერატიული და 2 ტბ HDD ან SSD (სამაგიდე).
  • Advanced: Intel Core i9 (ნებისმიერი კონფიგურაციით) ან Core i7 (6 ბირთვიდან + ნებისმიერი სახის ოპერატიული) ან AMD Threadripper (ნებისმიერი კონფიგურაციით) ან Intel Core i7 და 16 გბ-ზე მეტი ოპერატიული; ან AMD FX/Ryzen7 და 16 გბ-ზე მეტი ოპერატიული + 4K გაფართოება.

აღნიშნული რედაქციების ფასი მზარდი იქნება. განახლებული განფასება ასე გამოიყურება: Entry ($25), Value ($45), Core ($65.45), Core + ($86.66), Advanced ($101). როგორც წინა პოსტში აღვნიშნეთ, თითოეულ მათგანში თქვენ შეხვდებით S Mode-ს, რომელიც ნაგულისხმევად ან ჩართული ან გამორთული იქნება. დიდი ალბათობით თავდაპირველად Entry რედაქციაში აღნიშნული რეჟიმი ჩართული დაგხვდებათ.

კატეგორიები

თეგები

7/2/2018