Snapdragon 835-ზე მომუშავე პირველი ლეპტოპები დაანონსდა

Qualcomm-მა ჰავაის კუნძულებზე საკუთარი ღონისძიება Snapdragon Technology გამართა, სადაც კომპანიის წარმომადგენლებმა ARM-ზე Windows 10-ის შესახებ ისაუბრეს. Asus და HP მობილური პროცესორის მქონე ლეპტოპების წარმოებაში პირველები აღმოჩნდნენ. ახალი თაობის ე.წ „always connected PC“ აღჭურვილია LTE მოდემით, რომელიც მაღალსიჩქარიანი  მობილური ინტერნეტით სარგებლობის საშუალებას იძლევა.

Snapdragon 835-ის გამოყენება ლეპტოპში ნიშნავს იმას, რომ თქვენი მოწყობილობა ავტონომიურ რეჟიმში ძალიან დიდი ხანი იმუშავებს. Asus-ის და HP-ის მოწყობილობები ვიდეოს ყურების რეჟიმში ავტონომიური მუშაობის 20 საათს გვპირდებიან. გარდა ამისა ასეთი ლეპტოპები არ საჭიროებენ აქტიურ გაგრილებას, შესაბამისად არ ხმაურობენ და თხელი დახვეწილი დიზაინით გამოირჩევიან.

HP Envy x2HP Envy x2. კომპიუტერი ჰიბრიდული პლანშეტის სახეს ატარებს. გთავაზობთ მის მოკლე მახასიათებლებს:

  • 12,3-დიუმიანი WUXGA+ ეკრანი (1920×1200)
  • 8 გბ ოპერატიული და 256 შიდა მეხსიერება
  • წონა: 700 გრ.
  • სისქე: 6,9 მმ.
  • ავტონომიური მუშაობის დრო: 20 საათამდე
  • აქვს დამატებითი დამცავი-კლავიატურის მხარდაჭერა.
  • ოპერაციული სისტემა: Windows 10 S (შესაძლებელია უფასო განახლება Windows 10 Pro-მდე)
  • ფასი: უცნობია.

Asus NovaGoAsus NovaGO. HP-ისგან განსხვავებით აღნიშნულმა მოწყობილობამ ტრადიციული ულტრაბუქის სახე მიიღო. მისი ტექნიკური მახასიათებლები შემდეგნაირად გამოიყურება:

  • 13,3-დიუმიანი FullHD ეკრანი სტილუსის მხარდაჭერით
  • 8 გბ ოპერატიული და 256 შიდა მეხსიერება (მინიმალურ კომპლექტაციაში 4 გბ ოპერატიული და 64 გბ შიდა მეხსიერება)

მაქსიმალური კომპლექტაციის ფასი 799$-ს, ხოლო მინიმალურის 599$-ს შეადგენს.

  • წონა: 1.39 კგ.
  • სისქე 14.9 მმ.
  • ოპერაციული სისტემა: Windows 10 S (Windows 10 Pro-მდე უფასო განახლების შესაძლებლობით).

აღსანიშნავია, რომ სხვა მწარმოებლებთან ერთად ანალოგიური მოწყობილობის წარმოდგენას Lenovo-ც გეგმავს. ახალი მოწყობილობები მასობრივად მომდევნო წელს, CES 2018-ის ფარგლებში გამოჩნდება.

ახლა კი ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ რა შედეგებს დადებენ წარმადობის მხრივ Windows 10-ზე მომუშავე აღნიშნული მობილური მოწყობილობები. თუ ფასი წარმადობის შესაბამისი იქნება, ხოლო ავტონომიური მუშაობის დრო გაგვახარებს, მაშინ Windows 10 on ARM შესაძლოა პერსონალური კომპიუტერების ბაზარზე მორიგ მნიშვნელოვან რევოლუციად იქცეს.