Windows 10 S — ოპერაციული სისტემის ახალი, გამარტივებული რეჟიმი

კორპორაცია Microsoft-მა გასულ წელს Windows 10-ის ახალი S რედაქცია წარმოადგინა. როგორც აღმოჩნდა ეს ერთგვარი რეჟიმია, რომელიც Windows 10-ის ნებისმიერ ვერსიას აქვს. Windows 10 Pro-მდე S რეჟიმიდან გადასვლა უმარტივესია, თუმცა დამატებითი ღირებულების გადახდას მოითხოვს.

თავდაპირველი სცენარით ის მხოლოდ Windows 10 Pro-ში გვხვდებოდა, თუმცა ამიერიდან იგი Home და Education ვერსიებშიც გამოჩნდა. საერთო ჯამში Windows 10 S Mode-დან Pro-მდე განახლება ფასიანი, ხოლო Home და Education-მდე უფასო იქნება.

S Mode ბიუჯეტურ მოწყობილობებზე რესურსების დაზოგვის მიზნით ნაგულისხმევად გააქტიურდება, რაც აპლიკაციების მხოლოდ Microsoft Store-დან დაყენების საშუალებას მოგცემთ. S Mode-ის კიდევ ერთი შეზღუდვა ბრაუზერს ეხება— თქვენ მხოლოდ Microsoft Edge-ის გამოყენების შესაძლებლობა გექნებათ. საინტერესოა, რომ Microsoft-ის თქმით, Pro-ვერსიამდე დროებით უფასო განახლების შესაძლებლობის მიუხედავად, S-ზე მომუშავე მოწყობილობების მომხმარებელთა 60% ამავე რედაქციაზე რჩება და განახლებას არ ჩქარობს.

კატეგორიები

თეგები

7/2/2018