Microsoft-მა საკუთარ სერვისებში Google Chrome-ით ავტორიზაციის პროცესი გაამარტივა

Windows 10-ის მოსვლასთან ერთად Microsoft-მა საკუთარ ოპერაციულ სისტემას Microsoft Edge-ის საშუალებით აქტიური ანგარიშის მონაცემების საკუთარი სერვისების საიტებზე ავტორიზაციისთვის ავტომატურად გამოყენება ასწავლა.  ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ აღარ გჭირდებათ OneDrive, Outlook ან Office-ის საიტზე ყოველ ჯერზე ლოგინისა და პაროლის შეყვანა. ამისდა მიუხედავად არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ მოსწონთ Microsoft Edge-ის ძირითად ბრაუზერად გამოყენების იდეა, რის გამოც ავტომატური ავტორიზაციის შესაძლებლობა Windows 10-ის მომხმარებელთა უმრავლესობისთვის მიუწვდომელია.

Microsoft-მა ეს უხერხულობა Chrome-ზე გაფართოების გამოშვებით გამოასწორა. აღნიშნული გაფართოების ბრაუზერში გააქტიურების შემდეგ თქვენ ისევე, როგორც Microsoft Edge-ში, კომპანიის სერვისების საიტებზე ავტორიზაციას ავტომატურად გაივლით. Windows 10 Accounts გაფართოებას Azure Active Directory, OneDrive for Business, Office 365, Exchange Online-სა და Microsoft-ის სხვა სერვისებში ლოგინისა და პაროლის ავტომატური შეყვანა შეუძლია. გაფართოება მხოლოდ Windows 10 Creators Update-ზე მუშაობს. ამჟამად გაფართოებას ჩვეულებრივი სამომხმარებლო ანგარიშების მხარდაჭერა არ აქვს.

გადმოწერეთ Windows 10 Accounts გაფართოება Chrome Web Store-დან.

კატეგორიები

თეგები

19/8/2017