[Update] Windows 10 for ARM: პირველი მოწყობილობების გამოსვლის თარიღი და ავტონომიური მუშაობის დრო

ოფიციალური განცხადების მიხედვით Microsoft-ი და მისი პარტნიორები Snapdragon ARM ჩიპების ბაზაზე ახალ Windows 10-ზე მომუშავე მოწყობილობებს წლის ბოლომდე წარმოადგენენ.

Qualcomm-ის სპეციალურ კონფერენციაზე კომპანიის წარმომადგენლებმა Always Connected სერიის კომპიუტერებზე და ამ კუთხით Microsoft-თან თანამშრომლობაზე ისაუბრეს. Qualcomm-ის გლობალური პროდუქტების მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტის, დონ მაკგუაირის განცხადებით Always Connected კომპიუტერების ავტონომიური მუშაობის დრომ ყველა მოლოდინს გადააჭარბა რის შედეგადაც მომხმარებელს საკუთარი მოწყობილობის დამუხტვა რამდენიმე დღეში ერთხელ მოუწევს.

„თუ სიმართლე გაინტერესებთ, ამ მოწყობილობებმა ყველა ჩვენ მოლოდინს გადააჭარბა. კომპანიის დეველოპერებს ჩვენ მაღალი მოთხოვნები წავუყენეთ, რომლებსაც უკვე გადავაბიჯეთ კიდეც. ასეთი ელემენტის გამოყენებით მე ლეპტოპთან ერთად აღარ ვატარებ დამტენს. მე მას დაახლოებით რამდენიმე დღეში ერთხელ დავტენი. აი ასეთი ხანგრძლივი ავტონომიური მუშაობის დრო აქვთ ამ კომპიუტერებს“


 ასე გამოიყურებოდა Windows 10 on ARM სადემონსტრაციო სესიის დროს Qualcomm Snapdragon-ის ჩიპზე.

ამ ფაქტს Windows-ის გუნდის ერთ-ერთი მენეჯერი, პიტ ბერნარიც გამოეხმაურა:

„ჩვენ ჩამოვურიგეთ ეს მოწყობილობები Windows-ის განვითარების დირექტორებს, რის შემდეგაც მათ შეცდომებისა და ხარვეზების შესახებ შეტყობინებების გამოგზავნა დაიწყეს, სადაც ეწერა, რომ „ელემენტის დამუხტვის მაჩვენებელი არ მუშაობს, ის უკვე ძალიან დიდი დროის განმავლობაში ბოლომდე დამუხტულ ელემენტს აჩვენებს“.

როგორც აღმოჩნდა ეს სულაც არ ყოფილა შეცდომა: ელემენტის მუშაობის დრო მართლაც რომ მოულოდნელი აღმოჩნდა. ასეთი სახით მომხმარებლები ითხოვენ მოწყობილობებს, რომელთა ხშირი დამუხტვა აღარ იქნება საჭირო. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვან საკითხად იქცა LTE-ს მუდმივი კავშირის უზრუნველყოფა.“

მიუხედავად იმისა, რომ Always Connected სერიის კომპიუტერები ისეთი მწარმოებლებისგან, როგორებიც არიან Asus, HP და Lenovo მაღალი ფასით გამოირჩევიან, Qualcomm-ი Always Connected Windows 10-ზე მომუშავე ბიუჯეტური მოწყობილობების გამოშვებასაც გვპირდება. Qualcomm-ი და Microsoft-ი ინტენსიურად მუშაობენ ახალი მოწყობილობების ტესტირებაზე, რათა პირველი კომპიუტერების შეძენა მომხმარებლებმა ზამთრის დღესასწაულებზე, ანუ დეკემბერში მოახერხონ. აღსანიშნავია, რომ ამ ვადებში Lenovo საკუთარი Always Connected მოწყობილობის გამოშვებას ვერ ასწრებს და ჩვენ  მას მხოლოდ 2018 წლის დასაწყისში ვიხილავთ.

[Update] 10/20/2017

Qualcomm Technologies-ის ვიცე-პრეზიდენტის, კრიშტიანო ამონის განცხადებით Windows 10 (ARM) მოწყობილობები Wi-Fi-ის გამოყენებით Netflix-ში ვიდეოს ყურების დროს უწყვეტ რეჟიმში 28-29 საათამდე იმუშავებენ. ხოლო თუ პარალელურად გააქტიურებული იქნება LTE კავშირი, მაშინ მუშაობის დრო 20 საათამდე შემცირდება. ინტერვიუში აღნიშნული იყო, რომ ეს მხოლოდ პირველი თაობის შესაძლებლობებია და ამ მიმართულებით შედეგების გაუმჯობესება იგეგმება.

კატეგორიები

19/10/2017