Microsoft-მა Windows Defender ATP-ს უფასო საცდელი ვერსია დააანონსა

Windows Defender Advanced Threat Protection (ATP) წარმოადგენს ხელსაწყოების ნაკრებს, რომელიც კორპორატიულ მომხმარებლებს მავნე კოდის ან სხვა უსაფრთხოების პრობლემის აღმოჩენაში, მათგან დაცვასა და სავალალო შედეგების პრევენციაში დაეხმარება. აღნიშნული პროდუქტის სიახლეების ნაწილი, რომელიც მომავალი Windows 10 Fall Creators Update-ის განახლებაში შევა, ჯერ კიდევ ზაფხულის დასაწყისში დაანონსდა. იგი მიმართულია Windows-ის დაცვის სხვა მექანიზმებთან ინტეგრაციაზე, რაც საფრთხის დროულ დადგენას და რეაგირებას შეუწყობს ხელს. ეს ყველაფერი ცენტრალიზებული მართვისა და ერთიანი გაფართოებული ანალიტიკური ინფორმაციის საშუალებით ხდება შესაძლებელი.

განახლებული Windows Defender ATP დაცვის ახალ კომპონენტებს, მათ შორის Windows Defender Application Guard-ს მოიცავს, რომელიც სხვა აპლიკაციების მონაცემებისა და სისტემური სერვისების მონაცემების დაცვის მიზნით, თქვენს მიერ შერჩეულ კონკრეტულ აპლიკაციებს იზოლირებულ კონტეინერში გაუშვებს. Windows Defender Security Center (ადმინისტრირების კონსოლი) აგროვებს Endpoint Detection and Response, Windows Defender Antivirus, Windows Defender Firewall, Windows Defender SmartScreen, Windows Defender Device Guard და Windows Defender Exploit Guard-ის სერვისებიდან მიღებულ უსაფრთხოების შენიშვნებს და თითოეული მოწყობილობისთვის მონაცემებს დროის მიხედვით ახარისხებს. ადმინისტრირების პანელში დამატებითი ინფორმაციაც იქნება ხელმისაწვდომი. მაგალითისთვის, SmartScreen-ი გაცნობებთ, გადავიდა თუ არა თანამშრომელი ამა თუ იმ ბმულზე გაფრთხილების მიუხედავად. Device Guard კი თანამშრომლების მხრიდან ნებისმიერი არასანქცირებული აპლიკაციის გაშვების მცდელობის შესახებ შეგატყობინებთ. სისტემური ადმინისტრატორები ასევე Exploit Guard-ის წესებით დაბლოკილ ან ანტივირუსის/ბრენდმაუერის მიერ გამოვლენილ საეჭვო აპლიკაციებს დაინახავენ.

 

ეს ცვლილებების არასრული ჩამონათვალია. გარდა ამისა ATP ინფიცირებული მოწყობილობის იზოლირების, საფრთხეებთან დისტანციურად მუშაობის, ანალიტიკურ პანელს და ბევრ სხვა ფუნქციურ სიახლეს მოიცავს. ნებისმიერ მსურველს ზემოთ ჩამოთვლილი სიახლეების გამოსაცდელად რეგისტრაციის გავლა მოუწევთ, რის შემდეგაც მათ ახალი ხელსაწყოების ნაკრებთან 90 დღიანი უფასო წვდომა ექნებათ. Windows Defender ATP ამჟამად მხოლოდ Windows 10: Enterprise, Education, Pro და Pro Education რედაქციებზეა ხელმისაწვდომი.

Windows Defender ATP-ს გამოსაცდელად გაიარეთ ავტორიზიაცია აქ.

კატეგორიები

10/9/2017