Lumia-ს სმარტფონებზე Windows RT გაეშვა

არც თუ ისე დიდი ხნის წინ ქსელში ერთ-ერთი დეველოპერის ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ის Microsoft Lumia 640 XL-ზე Windows RT-ს გაშვებას ცდილობდა. წარმატებული ექსპერიმენტის შემდეგ დეველოპერმა მოწყობილობის აღნიშნულ სისტემაზე მუშაობის ოპტიმიზაციის პირობა დადო. მას ეს კარგად გამოუვიდა. @imbushuo-მ მოწყობილობაზე გრაფიკული ჩიპი და Wi-Fi კავშირი გაააქტიურა. მან აუდიო ნაკადის Bluetooth-ით გადაცემაც შეძლო. მოკლედ რომ ვთქვათ, თქვენს წინაშეა Lumia 640 XL ანუ მინი-კომპიუტერი, რომელიც Windows 8.1 RT-ზე მუშაობს.

Lumia 640 XL-ში გრაფიკულ ჩიპად 444 მბ-იანი Qualcomm Adreno 305 გამოიყენება (რაც DirectX-ის მონაცემებიდან ჩანს). გრაფიკული ჩიპის დრაივერების აქტივაციის შემდეგ მოწყობილობას აღარ შეექმნება პრობლემები ვიდეოს ყურების ან ოპერაციული სისტემის ანიმაციების ჩვენების დროს.

Lumia 640 XL RT

დეველოპერი უახლოეს მომავალში Lumia 640 XL-ზე Windows RT-ის დაყენების დეტალური ინსტრუქციის გამოქვეყნებას აპირებს. თუ თქვენ Windows-ზე მომუშავე სმარტფონი გაქვთ და გაღელვებთ ამ პლატფორმის ასეთი დასასრული, მაშინ მოემზადეთ მოწყობილობების „მეორე სიცოცხლისთვის“. იქნებ მომავალში Windows 10 on ARM-ის დაყენებაც კი გახდეს შესაძლებელი.

 

 

კატეგორიები

თეგები

29/1/2018