Fast Ring-ზე Windows 10 (RS4)-ის ახალი საცდელი 17110-ე ანაწყობი გამოვიდა

Microsoft-მა სწრაფ წრეზე მყოფი ინსაიდერებისთვის Windows 10 Insider Preview 17110 გამოუშვა. Skip Ahead-ი ამჯერადაც ისვენებს, ხოლო 17110 შესწორებებს და კორპორატიული მომხმარებლებისთვის მცირე სიახლეებს შეიცავს.

რა არის ახალი 17110-ში

IT სპეციალისტებს კორპორატიულ გარემოში ფუნქციურ განახლებებთან ერთად ორგანიზაციის კომპიუტერებზე სასურველი სკრიპტების გაშვებაც შეეძლებათ. სკრიპტები განახლების დაწყებამდე, მოწყობილობის თავსებადობის შემოწმების დროს გაეშვება. სკრიპტები კომპიუტერის გადატვირთვის ან განახლებების ინსტალაციის offline ეტაპზეც გაეშვება. თუ განახლების ინსტალაციის დროს წარმოიქმნება პრობლემა, კომპიუტერი გამოიყენებს სკრიპტს failure.cmd რომელშიც წინასწარ გაწერილი საჭირო ქმედებები იქნება მითითებული.

გარდა ამისა იმ კომპიუტერებზე, სადაც განახლებების გაუქმება მოხდა, სკრიპტები, რომლებიც მომხმარებლის ავტორიზაციის შემდეგ გაეშვება ადმინისტრატორის უფლებების მიღებასაც შეძლებენ. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რადგან მრავალი ორგანიზაციის თანამშრომელს საკუთარ ანგარიშში არ აქვს ადმინისტრატორის უფლება.

ზოგადი შესწორებები და გაუმჯობესებები

  • გამოსწორებულია Game Hub-ის ღილაკების განლაგება
  • გამოსწორებულია შეცდომა, რომლის გამოც პროცესორზე მოულოდნელად იზრდებოდა დატვირთვა, რის შედეგადაც სისტემა მუშაობას „სიკვდილის მწვანე ეკრანით“ ასრულებდა (შეცდომა DPC_WATCHDOG_VIOLATION).
  • გამოსწორებულია ხარვეზი, რომლის გამოც PDF ფაილებთან მუშაობის დროს სისტმა „სიკვდილის მწვანე ეკრანით“ ასრულებდა მუშაობას.
  • Start მენიუ ამიერიდან აკმაყოფილებს უნივერსალური წვდომის პარამეტრებს, რომლებიც ე.წ scroll bar-ების დამალვასა თუ მათ ჩვენებას უზრუნველყოფენ.
  • აპლიკაციების შიგნით გამოსწორებულია Task View-ს ხატულები.
  • გამოსწორებულია ხარვეზი, რომლის დროსაც Task View-ში სენსორულ ეკრანზე ორი თითით გადიდების (დაზუმვის) გამო შეუძლებელი ხდებოდა Timeline-ის გამოყენება.
  • გამოსწორებულია ხარვეზი, რომლის გამოც Timeline-ში ბარათზე ხანგრძლივი დაჭერისას იხსნებოდა აპლიკაცია და არა კონტექსტური მენიუ.
  • გამოსწორებულია Cortana-ს ინტერფეისის ხარვეზი.
  • გამოსწორებულია აპლიკაციის შეუთავსებელი DPI-ს შესახებ შეტყობინების მუშაობა. ტაიმ-აუტის შემდეგ შეტყობინება გადაინაცვლებს Action Center-ში.
  • Edge-ში პლანშეტის რეჟიმში გამოსწორებულია InPrivate ფანჯრის მუშაობა.
  • გამოსწორებულია DirectAccess-ის მუშაობა
  • გამოსწორებულია ხარვეზი, რომლის გამოც კლავიატურის ზედა ნაწილზე განლაგებული ციფრები არ რეაგირებდნენ დაჭერაზე.

ცნობილი შეცდომები

  • თამაშის დროს გაკეთებული სქრინშოთის შემდეგ იხსნება არა სქრინშოთი, არამედ Xbox-ის აპლიკაცია.
  • ზოგ კომპიუტერზე 17017-ის დაყენების შემდეგ იწყება ე.წ „უსასრულო გადატვირთვა“. სისტემა არ იტვირთება, ამიტომ დროებით BIOS-დან შეგიძლიათ გათიშოთ fast boot-ი ან შექმნათ ჩამტვირთველი USB და გაუშვათ სისტემა აღდგენის რეჟიმში.

 

 

კატეგორიები

28/2/2018