Windows Insider პროგრამის სწრაფ წრეზე Windows 10 16273 (PC) ანაწყობი გამოვიდა

ხანგრძლივი შესვენების შემდეგ პერსონალურ კომპიუტერებზე Windows-ის წინასწარი შეფასების პროგრამის სწრაფი წრით ახალი, რიგით 16273-ე ანაწყობი გამოვიდა!

რა არის ახალი Windows 10 FCU 16273-ში კომპიუტერებზე

Emoji-ბოტი. სპეციალური ბოტი, რომლის დახმარებითაც თქვენ ემოჯის გამოყენებას My People პანელშიც შეძლებთ. ეს სიახლე ეხება მათ, ვინც იყენებს არა Skype-ს, არამედ სხვა რომელიმე მესენჯერს.

Bahnschrift ფონტი. ეს არის პირველი OpenType Variable ფონტი Windows 10-ისთვის, რომელიც სისტემაშია ჩაშენებული. OpenType Variable წარმოადგენს ახალ სტანდარტს, რომელიც ერთი ოჯახის ფონტებს ერთ ფაილად გარდაქმნის და ასეთი სახით უსასრულო ვარიაციების შექმნის შესაძლებლობას იძლევა. თქვენ აღარ დაგჭირდებათ ფონტების ნაწილობრივი ინსტალაცია მსგავსი კომბინაციებისთვის. დაივიწყეთ ერთი და იგივე ფონტის მსხვილი, წვრილი და დახრილი ასოების მქონე ვერსიების დაყენების პროცესი. ერთ ფაილად გაერთიანება ფონტებთან მუშაობას უფრო პროდუქტიულს ხდის.

Bahnschriftფონტი Bahnschrift-ი გერმანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში საგზაო ნიშნებზე გამოიყენება. გარდა ამისა აღნიშნულ ფონტს მსოფლიო მასშტაბით მრავალი დიზაინერი მისი ლაკონურობისა და კითხვადობის გამო იყენებს.

Windows-ის გარემოს გაუმჯობესება

  • გამოსწორებულია ხარვეზი, რომლის გამოც Start მენიუს, შეტყობინებების ცენტრს და ცალკეულ შეტყობინებებს 100%-იანი გამჭირვალე ფონი ქონდათ.
  • გამოსწორებულია შეცდომა, რომლის გამოც შეტყობინებების ცენტრის ხატულა არაკორექტულად აჩვენებდა წაუკითხავი შეტყობინებების რაოდენობას.
  • გამოსწორებულია შეცდომა, რომლის გამოც შესაბამისი ოფციის გამორთვის მიუხედავად Start მენიუში აპლიკაციების რეკლამა ჩნდებოდა.
  • გამოსწორებულია შეცდომა, რომლის გამოც Start მენიუდან წაშლილი ფილები ისევ ბრუნდებოდნენ თავის ადგილზე Explorer.exe პროცესის გადატვირთვის შემდეგ.
  • გამოსწორებულია შეცდომა, რომლის გამოც ცოცხალი ფილები დროულად არ ახლდებოდნენ. შეცდომის გამოსასწორებლად გთხოვთ წაშალოთ და ისევ მიამაგროთ ფილა Start მენიუში.
  • გამოსწორებულია შეცდომა, რომლის გამოც Start მენიუდან Cortana-ზე გადასვლისას აღარ რეაგირებდა კლავიატურა.
  • გამოსწორებულია შეცდომა, რომლის გამოც თითის ერთი გასმით Action Center-იდან არ იშლებოდა დაჯგუფებული შეტყობინებები.
  • ამიერიდან შეტყობინების წაშლა მაუსის გორგოლაჭზე დაჭერითაც შეგიძლიათ.
  • გამოსწორებულია ქსელის ინტერფეისის ხარვეზი, რომელიც აქტიური Bluetooth-კავშირის შემთხვევაში იჩენდა თავს.
  • გამოსწორებულია შეცდომა, რომლის გამოც Windows-ის ინტერფეისის ელემენტები „იყინებოდა“ Android-ის Hotspot-თან დაკავშირების გამო.
  • გამოსწორებულია სამუშაო მაგიდაზე ხატულების განლაგების არევის პრობლემა, რომელიც ეკრანის DPI-ს შეცვლის გამო იჩენდა თავს.

Microsoft Edge-ის გაუმჯობესება

  • ვებ-გვერდზე ძიებისას ღილაკი F3 მომდევნო, ხოლო Shift + F3 წინამდებარე შედეგზე გადაგიყვანთ.
  • გამოსწორებულია ხარვეზი, რომლის გამოც InPrivate-ში ზოგი საიტი არაკორექტულად იხსნებოდა.
  • გამოსწორებულია შეცდომა, რომლის გამოც კონტექსტური მენიუ მომენტალურად ქრებოდა.
  • გამოსწორებულია შეცდომა, რომლის გამოც კონტექსტურ მენიუში არ მუშაობდა ბმულის კოპირების ბრძანება.
  • გამოსწორებულია შეცდომა, რომლის გამოც შეცდომით აკრეფილ სიტყვაზე ნაჩვენები შესწორებული შეთავაზების არჩევისას არ ხდებოდა ჩანაცვლება.
  • გამოსწორებულია შეცდომა, რომლის გამოც გვერდის გადატვირთვისას ზოგ შემთხვევაში საჭირო იყო საიტზე ხელმეორედ ავტორიზაცია.
  • გამოსწორებულია Facebook-ზე აკრეფილი პოსტის ტექსტის თვითნებური წაშლის ხარვეზი.
  • გამოსწორებულია ფაილების ჩამოტვირთვის პრობლემა.
  • გამოსწორებულია განსხვავებული DPI-ს მქონე ეკრანებს შორის ფანჯრების გადატანის პრობლემა.
  • გამოსწორებულია შეცდომა, რომლის გამოც xref-დან PDF ფაილის გახსნისას მომხმარებელი მხოლოდ ცარიელ გვერდს ხედავდა.

ტექსტის აკრეფვის გაუმჯობესება

  • გამოსწორებულია ხარვეზი, რომლის გამოც ტექსტის ხელით წერის შემთხვევაში სიტყვები Microsoft Edge-ში ორჯერ იკრიფებოდა.
  • გამოსწორებულია შეცდომა, რომლის გამოც Swipe-ით ტექსტის აკრეფვისას Win32 აპლიკაციებში სიტყვებს შორის გამოტოვება ავტომატურად არ მუშაობდა.
  • გამოსწორებულია შეცდომა, რომლის გამოც ზოგ ეკრანზე არ მუშაობდა სენსორული კლავიატურა.
  • Adobe Photoshop, Lightroom და სხვა პროგრამებში გამოსწორებულია სტილუსის მუშაობა.

სხვა შესწორებები და გაუმჯობესებები

  • Windows Defender-ში ამიერიდან კორექტულად აისახება მოწყობილობის დაცვის სტატუსი.
  • გამოსწორებულია ლოდინის რეჟიმში ეკრანის გამორთვის ხარვეზი.
  • გამოსწორებულია 0х800706BE შეცდომა დაშორებულ ეკრანთან დაკავშირების მცდელობისას.
  • გამოსწორებულია შეცდომა, რომლის გამოც პარამეტრების დახურვისას სისტემა Windows Update Delivery Optimization-ის პარამეტრებს ნაგულისხმევ მდგომარეობაში აბრუნებდა.
  • კომპიუტერის შიფრაციის პარამეტრებმა Update & Security განყოფილებაში გადაინაცვლა.
  • გამოსწორებულია შეცდომა, რომლის გამოც ბლოკირების ეკრანზე Spotlight-ის ნაცვლად მხოლოდ თემის ფერი და მოწყობილობის სახელი ჩანდა.
  • გამოსწორებულია ჩაშენებული ვებ-კამერით სურათის გადაღებისას ზოგი აპლიკაციის ავარიული დახურვის პრობლემა.
  • გამოსწორებულია შეცდომა, რომლის გამოც Node.js ვერ ტვირთავდა სკრიპტებს OneDrive-დან ან ვერ ახერხებდა მის რომელიმე კატეგორიასთან დაკავშირებას.
  • გამოსწორებულია შეცდომა, რომლის გამოც ფაილების მენეჯერში ვერ ხერხდებოდა PDF ფაილის წინასწარი შეთვალიერება Alt + P ბრძანებით.
  • DirectX10 გრაფიკის მქონე მოწყობილობებზე გამოსწორებულია DVD-დამკვრელთან დაკავშირებული შეცდომა, საიდენტიფიკაციო კოდით 0xC00D36B4.
  • ზოგ თამაშში გამოსწორებულია გამოსახულების გაწელვის პრობლემა სრულეკრანიან რეჟიმში თამაშის დროს.
  • გამოსწორებულია ვიდეოს ყურებისას დაფიქსირებული „ხმაური“.
  • გაუმჯობესებულია Acrylic ელემენტების მქონე UWP აპლიკაციების ფანჯრის გადაადგილების წარმადობა.
  • OneNote-ში გამოსწორებულია რენდერინგის პრობლემები.
  • გამოსწორებულია Forza Horizon 3-ის ავარიული გათიშვის პრობლემა.

შეგახსენებთ, რომ Windows 10-ისთვის წინასწარი შეფასების პროგრამით (Insider) უკვე ხელმისაწვდომია Windows 10 16267-ის SDK და მობილური ემულატორი, Windows Server-ის ანაწყობი 16257, სმარტფონებისთვის 15240 და 16251-ის ISO ფაილი.

წარმატებულ განახლებას გისურვებთ ინსაიდერებო. <3